მცირეწლოვანზე ძალადობის ბრალდებით, რუსთავის საპატრულო პოლიციამ ბავშვის ბებია პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანა.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ გამოძიება 126-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახურ ძალადობას გულისხმობს.
საქმე ქუჩაში მომხდარი ინციდენტის შემდეგ აღიძრა. რამდენიმე მოქალაქემ მცირეწლოვანი ბავშვის ცემის ფაქტზე პატრული გამოიძახა. საპატრულო პოლიციამ გამოძახებაზე შესაბამისი რეაგირება მოახდინა და ბავშვის ცემაში ბრალდებული ბებია პოლიციაში გადაიყვანა.