Home სხვადასხვა დაიჯესტი გერმანული გამოცემა: რუსეთის თავდასხმას ნატო ვერ მოიგერიებს

გერმანული გამოცემა: რუსეთის თავდასხმას ნატო ვერ მოიგერიებს

ნატო

ნატოს საიდუმლო მოხსენებადაუნდობლადააშკარავებს დასავლეთის თავდაცვითი ბლოკის სუსტ მხარეებს, _ წერს გამოცემადერ შპიგელი”.

გერმანული ჟურნალი აღნიშნავს, რომ გამოკვლევის ავტორების დასკვნა “უნუგეშოა”: “ცივი ომის” დამთავრების შემდეგ ნატოს უნარი, განახორციელოს სწრაფი ლოჯისტიკური გაძლიერება მნიშვნელოვნად გაზრდილი ტერიტორიის მასშტაბით, რომელიც ევროპაში განლაგებული ძალების მთავარსარდლის გამგებლობაში შედის, ატროფირებულია”.

ჩრდილოატლანტიკურ ალიანს, კერძოდ, არ აქვს თანამედროვე ხიდების, მძიმე ტექნიკის გადასაადგილებლად აუცილებელი მისაბმელებისა და სარკინიგზო შემადგენლობების საკმარისი რაოდენობა. “რა აზრი აქვს წარმოუდგენლად ძვირფასი საბრძოლო სისტემების ქონას, თუ არ შეგიძლია გადაიტანოთ ისინი იქ, სადაც საჭიროება მოითხოვს?!” _ აღნიშნავს “დერ შპიგელი”.

საიდუმლო მოხსენების ავტორების აზრით, ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს თავისი სწრაფი რეაგირების ძალების იმედი არ უნდა ჰქონდეს. “იმის საკმარისი გარანტიაც არ არსებობს, რომ ნატოს სწრაფი რეაგირების ძალებმა  შეძლონ სწრაფი რეაგირება და, თუ საჭიროება მოითხოვს, ხანგრძლივი ვადით”, _ ციტირებს გერმანული ჟურნალი მოხსენებების დასკვნას.

მოხსენებიდან ირკვევა, რომ ალიანსი ვერ შეძლებს თავისი ჯარების ოპერატიული გადაადგილების უზრუნველყოფას იმიტომ, რომ მის შტატებში ძალიან ცოტანი არიან კვალიფიციური ოფიცრები, იმიტომაც, რომ “არ ფუნქციონირებს მომარაგების სისტემა ატლანტიკის მეორე მხრიდან”.

და ეს ხდება იმ დროს, _ შენიშნავს “დერ შპიგელი”,_ როცა დასავლეთის თავდაცვითი ბლოკი “სამხედრო და ეკონომიკური ძლიერებით მნიშვნელოვნად აჭარბებს ვლადიმერ პუტინის ავტოკრატულ რეჟიმს”.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here