Home ახალი ამბები ზურაბ აბაშიძე: საქართველოსთან უვიზო რეჟიმის ამოქმედება კრემლზეა დამოკიდებული

ზურაბ აბაშიძე: საქართველოსთან უვიზო რეჟიმის ამოქმედება კრემლზეა დამოკიდებული

 

საქართველოს პრემიერმინისტრის სპეციალური წარმომადგენელის რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში ზურაბ აბაშიძის განცხადებით, რუსეთის მიერ საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გაუქმება თავიდან ბოლომდე რუსეთზეა დამოკიდებული.

აღნიშნული განცხადება „პირველთან“ საუბარში ზურაბ აბაშიძემ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გრიგორი კარასინის განცხადების კომენტირებისას გააკეთა. კარასანის თქმით, რუსეთი არ გამორიცხავს საქართველოსთან უვიზო რეჟიმის გაუქმებას, თუმცა იქვე დასძენს რომ სავიზო რეჟიმის გაუქმებას დიპლომატიური ურთიერთობების არ ქონა უშლის ხელს. დიპლომატიური ურთიერთობების შეწყვეტაში კი ქართულ მხარეს ადანაშაულებს.

ზურაბ აბაშიძის თქმით, ქართულმა მხარეს ამ პროცესში რისი გაკეთებაც შეეძლო უკვე გააკეთა და სავიზო რეჟიმის გაუქმება მხოლოდ და მხოლოდ რუსეთის ნებაზეა დამოკიდებული.

“განმარტებით, როდესაც რუსეთმა ერთი წლის წინ, საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გამარტივებაზე გააკეთა განცხადებები, ამას კონკრეტული ნაბიჯებიც მოჰყვა და 2016 წელს საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზის მიღება გამარტვიდა. 2016 წლამდე რუსეთიდან საქართველოს მოქალაქის მიწვევა თუ შეეძლო მხოლოდ მის ახლო ნათესავს – და-ძმას ან მშობელს, 2016 წლიდან ვიზის გამოგზავნა რუსეთის ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია. რა ნაბიჯები მოჰყვება კარასინის ამ განცხადებას და რუსეთი რეალურად გააუქმებს თუ არა, სავიზო რეჟიმს, ეს თავიდან ბოლომდე რუსულ მხარეზეა დამოკიდებული. ჩვენ ჩვენის მხრივ რისი გაკეთებაც შეგვეძლო, უკვე გაკეთდა 2011 წელს, როცა საქართველომ რუსეთთან სავიზო რეჟიმი გააუქმა. ამით ხელი შეეწყო ტურიზმის განვითარებასაც“, – განუცხადა „პირველს“ ზურაბ აბაშიძემ.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გრიგორი კარასინის განცხადებით, რუსეთი არ გამორიცხავს პერსპექტივაში ორმხრივ საფუძველზე საქართველოსთან უვიზო რეჟიმის შემოღებას.

„სხვა საქმეა, რომ ამისკენ სვლა ჯერჯერობით რთულია. ამას ხელს დიპლომატიური ურთიერთობების არქონა უშლის, რომელიც, როგორც მოგეხსენებათ, თბილისის ინიციატივით გაწყდა. მისი თქმით, აღნიშნული საკითხის მიღებისას ისეთი საფრთხეები უნდა იქნას გათვალისწინებული, როგორიც არის ტერორისტული საფრთხე და არალეგალური მიგრაცია“, – აცხადებს კარასინი გაზეთ „იზვესტიასთან“ ინტერვიუში

ბოლო მონაცემებით, რუსეთში 800 ათასამდე საქართველოს მოქალაქე ცხოვრობს

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here