სავაჭრო ცენტრ “ბავშვთა სამყაროში”გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებულები მთავარ პროკურატურასთან საპროტესტო აქციას მართავენ.
მათი მოთხოვნა უცვლელია, ხანძრის გაჩენაში პასუხისმგებელი პირების დასჯა და კომპენსაციები.
თბილისში, თევდორე მღვდლის ქუჩაზე არსებული „ბავშვთა სამყარო“ 30 იანვარს დაიწვა.
დაზარალებულებმა რამდენიმე საპროტესტო აქცია მოაწყვეს და ხელისუფლებას მოთხოვნები წაუყენეს. მოგვიანებით, დაზარალებულები მერიის მიერ შეთავაზებულ, 3000-ლარიან კომპენსაციას დათანხმდნენ.
“ბავშვთა სამყაროს” დირექტორი და უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელი 27 ივლისს დააკავეს.
28 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლომ გუშინ ”ბავშვთა სამყაროს” დირექტორს, 50-ათასლარიანი გირაო და ამავე სამსახურის შიდა უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელს 10 ათასი ლარის ოდენობით გირაო შეუფარდა.