“ფეხებზე მკიდია “ლგბტ” მხარდაჭერის მიზნით საკმალურის გამკეთებელიც და ამის მომხრეებიც” _ ეს განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ზაზა პაპუაშვილმა “ალიასთან” საუბრისას გააკეთა.
პაპუაშვილმა კოლეგის, ლევან კობიაშვილის მიერ “ლგბტ” სამკლაურის გაკეთების გამო გურიამ კაშიასთვის გამოცხდებულ მხარდაჭერაზეც გააკეთა კომენტარი:
“რაც შეეხება ლევან კობიაშვილის პოზიციას, რა, თავს ესხმოდნენ კაშიას? თუ დაუჭირა მხარი, ახლა მე რა გავაკეთო? _ ლევან კობიაშვილს თავისი აზრი აქვს, პირადად მე ამ სამკლაურს არ გავიკეთებდი. ნაკლებად ვღელავ ასეთ რაღაცეებზე. როცა თქვენ ანტიდისკრიმინაციულ კანონს მიხსენებთ, იქიდან ბევრი რამე ამოვიღეთ. კანონს ხელი მოვაწერე იმიტომ, რომ დაგიმტკიცოთ არ ვარ ის ადამიანი, რომელიც მომხრეა გაპარტახების და ვიღაცის სისხლის დანთხევის.
ჩვეულებრივი ნორმალური ადამიანი ვარ, თუ ჭკუიდან არ გადამიყვანენ. “ლგბტ” თემის გამო ქვეუყანა ხომ არ უნდა აირ-დაირიოს. ამ თემების პროპაგანდისთვის ფული იხარჯება. შფოთი უნდა მოხდეს, ამიტომ მე ვარ ჩემი ქვეყნის სადარაჯოზე. ფეხებზე მკიდია “ლგბტ” მხარდაჭერის მიზნით სამკლაურის გამკეთებელიც და ამის მომხრეებიც”, _ აცხადებს პაპუაშვილი.
ვეთანხმები ზაზას