მთავარი პროკურორის მოადგილის გიორგი გოგაძის განცხადებით,ნუცუბიძეზე მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტროდან ამოღებულ ვიდეომასალებში, დაკავების პროცესი ასახული არ არის.
მისი თქმით ვიდეოჩანაწერებში მხოლოდ ცუდად გახდომის შემდგომი პერიოდი ჩანს.
“ჩვენ ამოვიღეთ ვიდეოჩანაწერები, ამოვიღეთ ის ელექტრონული მოწყობილობები, რომელზეც ეს ვიდეოჩანაწერებია დაფიქსირებული. დათვალიერების შედეგად, ჩვენ განვაცხადეთ, რომ ამ ვიდეოებზე არის ასახული მხოლოდ ცუდად გახდომის შემდგომი პერიოდი და დაკავების პროცესი არ არის ვიდეოებზე ასახული. შეგიძლიათ დაელოდოთ ექსპერტიზის დასკვნას, დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები და დაადგენს, თუ რაიმე მანიპულაციები არის მომხდარი“,- განაცხადა გიორგი გოგაძემ.
33 წლის პაატა პავლიაშვილი ადმინისტრაციული წესით დაკავებისას, ნუცუბიძის პლატოზე, 25 ოქტომბერს გარდაიცვალა.