Home ახალი ამბები რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას ტელეწამყვანი ეკატერინა გორდონი აპირებს

რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას ტელეწამყვანი ეკატერინა გორდონი აპირებს

რუსეთის პრეზიდენტის პოსტზე საკუთარი კანდიდატურა უკვე მეორე ქალმა წარადგინა. 2018 წლის არჩევნებში მონაწილეობას კიდევ ერთი ტელეწამყვანი ეკატერინა გორდონი აპირებს.

ჟურნალისტმა ვიდეო მიმართვაც გაავრცელა და აღნიშნა, რომ მისი პროგრამის მნიშვნელოვანი ნაწილი ქალებისა და ბავშვების უფლებების დაცვას შეეხება.

37 წლის გორდონის განცხადებით, მას ამ სფეროში მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. ეკატერინა გორდონის სახელს რამდენიმე ხმაურიანი სკანდალიც უკავშირდება.

2008 წელს პირდაპირ ეთერში ქსენია სობჩაკთან ჩხუბის გამო, ის რადიოდან დაითხოვეს, 2011 წელს კი, მეუღლე ფიზიკურად გაუსწორდა და ამის გამო საავადმყოფოშიც მოხვდა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here