Home ახალი ამბები თელავში შუახნის მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღიდან დაჭრეს

თელავში შუახნის მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღიდან დაჭრეს

გვიან ღამით, თელავში, 50 წლამდე ასაკის მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღიდან სროლის შედეგად დაჭრეს.

მას ფეხის არეში ერთი ჭრილობა აქვს მიყენებული.

დაშავებული სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.

მედიკოსების ინფორმაციით, პაციენტის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

შსს-მ მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here