საფრანგეთში 50 წლის ქართველი ადგილობრივი საავადმყოფოს ავტოსადგომზე გაჩერებულ ავტომობილში გარდაცვლილი იპოვეს.ადგილობრივი მედიის ცნობით, შემთხვევა საფრანგეთის დასავლეთ ნაწილში, ქალაქ პუატიეში მოხდა.
გარდაცვლილის მეგობრების ინფორმაციით, სასწრაფო დახმარების ცენტრის თავშესაფარში ადგილების სიმცირის გამო, მამაკაცს ღამის გათენებამ მანქანაში მოუწია.
ისინი მომხდარში ცენტრის თანამშრომლებს ადანაშაულებს. მათი თქმით, მამაკაცის ავადმყოფობის გამო, მისი გარეთ დატოვება დაუშვებელი იყო.