ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, იტალიაში, რომის გარეუბან ოსტიაში, საქართველოს მოქალაქე პოლიციამ დააკავა.
არსებული ინფორმაციით, 39 წლის ქართველმა კაცმა საკუთარი ცოლი სასტიკად სცემა.
ქალი საავადმყოფოშია გადაყვანილი. ექიმების თქმით, მას დაზიანებები გულმკერდის არეში აღენიშნება.
ქართველ წყვილს 13 წლის ვაჟი ჰყავთ. პოლიციელები ადგილზე მას შემდეგ მივიდნენ, რაც საგანგებო სიტუაციების სამსახურში მოზარდმა დარეკა, რომ მისი მშობლები ჩხუბობდნენ და ის მათ გაშველებას ამაოდ ცდილობდა.
39 წლის მამაკაცი რეჯინას სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაიყვანეს.