Home ახალი ამბები მადრიდმა კატალონიის პრეზიდენტად ესპანეთის პრემიერის მოადგილე დანიშნა

მადრიდმა კატალონიის პრეზიდენტად ესპანეთის პრემიერის მოადგილე დანიშნა

 

ესპანეთის ხელისუფლებამ კატალონიის პრეზიდენტის და ვიცეპრეზიდენტის მოვალეობის შესრულება ესპანეთის პრემიერმინისტრის მოადგილეს სორაია საენს დე სანტამარიოს დააკისრა.

კატალონიის მთავრობის სხვა მინისტრების მოვალეობებს კი ესპანეთის ხელისუფლების შესაბამისი პროფილის პირველი პირები შეასრულებენ.

ამის შესახებ El Pais-წერს.

ესპანეთის ხელისუფლების კონტროლს უნდა დაექვემდებაროს კატალონიის ტელეკომუნიკაციების და ინფორმაციული ტექნოლოგიების ცენტრი. მადრიდში შიშობენ, რომ კატალონიელმა სეპარატისტებმა ეს ცენტრი შეიძლება პარალელური მთავრობის შესაქმნელად გამოიყენონ.

27 ოქტომბერს კატალონიის პარლამენტმა ესპანეთისგან გამოყოფის შესახებ ოფიციალურად განაცხადა. დეკლარაციას ხმა 72-მა დეპუტატმა მისცა. წინააღმდეგი იყო 10. ორმა თავი შეიკავა. დანარჩენმა დეპუტატებმა კენჭისყრას ბოიკოტი გამოუცხადეს (სულ 135 დეპუტატი).

გამოცხადების შემდეგ ერთ საათში, ესპანეთის სენატმა გადაწყვიტა, რომ კონსტიტუციის 155-ე მუხლი აამოქმედოს, რაც ბარსელონის ხელისუფლების მადრიდზე დაქვემდებარებას გულისხმობს, შესაბამისად რეგიონის ავტონომიის გაუქმებას. ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები 21 დეკემბერს გაიმართება რის შემდეგაც დეპუტატები ახალ რეგიონულ მთავრობას დანიშნავენ.

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here