Home ახალი ამბები დიმიტრი მედოევი: სამხრეთ ოსეთი მზად არის, კატალონიის დამოუკიდებლობის აღიარების საკითხი განიხილოს

დიმიტრი მედოევი: სამხრეთ ოსეთი მზად არის, კატალონიის დამოუკიდებლობის აღიარების საკითხი განიხილოს

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრის  დიმიტრი მედოევის განცხადებით, სამხრეთ ოსეთი მზად არის, კატალონიის დამოუკიდებლობის აღიარების საკითხი განიხილოს.

„ცოტა ხნის წინ დავბრუნდი ბარსელონადან, სადაც ჩვენი წარმომადგენლობის ოფისი გავხსენით. სამხრეთ ოსეთის ხელისუფლება განიხილავს კატალონიის დამოუკიდებლობის აღიარების საკითხს, თუ კატალონიიდან შესაბამის მიმართვას მივიღებთ“, – განაცხადა მედოევმა.

კატალონიის პარლამენტმა გუშინ კენჭი უყარა რეგიონის დამოუკიდებლობის შესახებ დეკლარაციას. დამოუკიდებლობას კატალონიის პარლამენტის 70 წევრმა დაუჭირა მხარი, ხოლო 10 წევრი წინააღმდეგ წავიდა.

გუშინვე ესპანეთის სენატმა დაამტკიცა ქვეყნის მთავრობის ინიციატივა კონსტიტუციის 155-ე მუხლის ამოქმედებაზე, რაც კატალონიისთვის ავტონომიის დროებით შეჩერებას ითვალისწინებს.

ესპანეთის მთავრობის თავმჯდომარე მარიანო რახოიმ კატალონიის მთავრობის თავმჯდომარე, მისი მოადგილე და კატალონიის მთავრობის ყველა წევრი გადააყენა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here