კატალონის დამოუკიდებლობის რეფერენდუმის შემდეგ სათაო ოფისი ესპანეთის სხვადასხვა რეგიონებში 1681–მა კომპანიამ გადაიტანა.
ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა La Vanguardia ესპანეთის სახელმწიფო სარეგისტრაციო პალატაზე დაყრდნობით ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 23–დან 26 ოქტომბრამდე პერიოდში კატალონიიდან 379 კომპანია გადარეგისტრირდა. მხოლოდ გუშინ რეგიონიდან 78 კომპანია გავიდა.
La Vanguardia–ს გათვლების თანახმად, კატალონიიდან ყოველ 15 წუთში ერთი კომპანია გადის.
მანამდე ესპანეთის საკონსტიტუციო სასამართლომ კატალონიის ხელისუფლებას, რეგიონის დამოუკიდებლობის გამოცხადების შესახებ ცალმხრივი გადაწყვეტილების შესაჩერებლად, სამი დღე მისცა.
ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Pais ავრცელებდა.
„საკონსტიტუციო სასამართლო კატალონიის ჟენერალიტეტს, პარლამენტსა და პროკურატურას სამ დღეს აძლევს დამოუკიდებლობის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების შესაჩერებლად“, – ნათქვამია სასამართლოს განცხადებაში.
კატალონიის მთავრობამ დღეს წარმოადგინა რეზოლუციის ტექსტი, რომელიც რესპუბლიკის დამოუკიდებლობის დამფუძნებელი პროცესის ინიცირებას ითვალისწინებს.