თბილისის ახლადარჩეულმა მერმა კახა კალაძემ ტელეკომპანია “პალიტრანიუსის” გადაცემაში “360 გრადუსში“ მის განვლილ ცხოვრებაზე ისაუბრა.
მისი თქმით, ის საკუთარ ცხოვრებაზე წიგნის გამოცემას აპირებს.
„როდესაც ფეხბურთის თამაში დავიწყე, მითხრეს, რომ ჩემგან ფეხბურთელი არ გამოვიდოდა და სჯობდა სხვა მიმართულებით წავსულიყავი.ეს ჩემთვის ძალიან მტკივნეული და დამთრგუნველი იყო, მაგრამ ჩემი ხასიათიდან გამომდინარე შრომა გავაგრძელე. მე, ძალიან ბევრი რთული ბარიერის გადალახვა მომიწა და მინდა წიგნი გამოვცე ჩემს ცხოვრებაზე, რა და როგორ იყო, რა სირთულეები გამოვიარე, რა წარმატებები მქონდა. მინდა ახლაგაზრდებს ვუთხრა, რომ ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანია შრომა, არ დანებდეთ ყველაფერი გააკეთეთ, რომ სირთულეები გადალახოთ“,-აღნიშნა კალაძემ.