Home ახალი ამბები რუსეთი საქართველოს მოუწოდებს, რაც შეიძლება მალე მიიღოს აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან მიმართებაში...

რუსეთი საქართველოს მოუწოდებს, რაც შეიძლება მალე მიიღოს აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან მიმართებაში ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმება

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელის მარია ზახაროვას განცხადებით, რუსეთი საქართველოს მოუწოდებს, რაც შეიძლება მალე მიიღოს აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან მიმართებაში ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმება.

„თბილისში ჩვენს კოლეგებს მოვუწოდებთ კონსტრუქტიული სამუშაოთი დაკავდნენ. ძალის გამოუყენებლობის შესახებ განცხადების სწრაფი მიღება საშუალებას მოგვცემდა მივაღწიოთ ჟენევის დისკუსიების მთავარ მიზანს, რომელიც მედვედევი-სარკოზის შეთანხმების შესაბამისად, თბილისსა და სოხუმს, თბილისსა და ცხინვალს შორის ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებას გულისხმობს“, – განაცხადა მარია ზახაროვამ.

რუსეთის საგარეო უწყების ოფიციალური წარმომადგენელის თქმით, ქართული მხარის განცხადებები მოსკოვში ბევრ კითხვებს იწვევს.

„ჩვენი აზრით, თბილისში მშვენივრად ესმით, რომ რეგიონში უსაფრთხოების მექანიზმები დიდი ხნის წინ იყო შექმნილი. აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მთავრობების მოწვევით ადგილზე საერთაშორისო სამართლის საფუძველზე, რუსეთის შეიარაღებული ძალებისა და სასაზღვრო ძალების კონტინგენტია განთავსებული. გარდა ამისა, ორივე რესპუბლიკის საქართველოსთან საზღვრებზე რეგულარულად ტარდება მხარეების წარმომადგენლების, ასევე გაერო-ს, ეუთო-ს და ევროკავშირის მონიტორინგის სპეციალური მისიის შეხვედრები. ამ მექანიზმების მეშვეობით ხდება ინციდენტების თავიდან აცილება“, – დასძინა მან.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here