საქართველოში მიწისძვრა დაფიქსირდა. როგორც სეისმური მონიტორინგის ეროვნულ ცენტრში აცხადებენ, მიწისძვრის სიმძლავრე 3,8 მაგნიტუდას შეადგენდა.
მათივე განმარტებით, მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ სოხუმიდან ჩრდილო დასავლეთით 42კმ–ში, სოფელ კელასურში იყო.
მიწისძვრა ჩვენი დროით 14:24 საათზე დაფიქსირდა.შექმნა თუ არა მიწისძვრამ პრობლემები, ამ დროისთვის უცნობია.როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განმარტეს, მიწისძვრასთან დაკავშირებით ჯერ არავის მიუმართავს.