Home ახალი ამბები მეუფე დიმიტრი, დეკანოზ გიორგი მამალაძესთან ციხეში შევიდა

მეუფე დიმიტრი, დეკანოზ გიორგი მამალაძესთან ციხეში შევიდა

მეუფე დიმიტრი, მკვლელობის მომზადებისა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით მსჯავრდებული დეკანოზ გიორგი მამალაძის მოსანახულებლად მატროსოვის ციხეში შევიდა.

როგორც მან განმარტა, ის კომენტარს ციხის დატოვების შემდეგ გააკეთებს.

5 სექტემბერს მოსამართლე ბესიკ ბუგიანაშვილმა დეკანოზ გიორგი მამალაძეს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

გიორგი მამალაძე მკვლელობის მომზადების ბრალდებით თბილისის აეროპორტში 10 თებერვალს დააკავეს. ის ბერლინში მიფრინავდა, სადაც საქართველოს პატრიარქს ოპერაციისთვის ამზადებდნენ. ჟურნალისტმა ირაკლი მამალაძემ პროკურატურას აცნობა, რომ მამა გიორგიმ ციანიდის მოძიებაში დახმარება სთხოვა, რითაც მაღალი იერარქიის სასულიერო პირი უნდა მოეწამლა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here