Home ახალი ამბები საფრანგეთის სასამართლოში ბავშვისთვის “ჯიჰადის” დარქმევის გამო მშობლებს ედავებიან

საფრანგეთის სასამართლოში ბავშვისთვის “ჯიჰადის” დარქმევის გამო მშობლებს ედავებიან

საფრანგეთის სასამართლოში დაიწყო საქმის განხილვა, რომელიც ტულუზაში დაბადებულ ბავშვს ეხება. საქმე ისაა, რომ მშობლებმა მას სახელად ჯიჰადი დაარქვეს.

ამის შესახებ BFM TV-ი იტყობინება.

ბავშვი 2017 წლის 2 აგვისტოს დაიბადა. დაბადების მოწმობის შევსებისას, რეესტრში უცნაური სახელის გამო კითხვები გაჩნდა, რის შემდეგაც საკითხი პროკურატურას გადაეცა.

საფრანგეთის კანონმდებლობის მიხედვით, მშობლებს შეუძლიათ შეარჩიონ ნებისმიერი სახელი, თუმცა ის “ბავშვის ინტერესებიდან” უნდა გამომდინარეობდეს. მერიაში განაცხადეს, რომ ეს სახელი მომავალში ბავშვს პრობლემებს შეუქმნის.

არაბულიდან ქართულად “ჯიჰადი” “მონდომებას, ბრძოლას” ნიშნავს, თუმცა ბევრი ადამიანი ამ სიტყვაში წმინდა ომს გულისხმობს, რომელსაც მუსლიმები ისლამის გავრცელების მნიშვნელობით იყენებენ.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here