ესპანეთის ხელისუფლება კატალონიის წინააღმდეგ ძალის გამოყენებასაც არ გამორიცხავს, თუ სეპარატისტები რეგიონში სიტუაციის დარეგულირებას ხელს შეუშლიან.
ამის შესახებ ესპანეთის განათლების, სპორტისა და კულტურის მინისტრმა ინიოგო მენდესმა გაზეთ The Times-თან საუბარში განაცხადა.
“არც ერთ ხელისუფლებას არ სურს ძალადობის არანაირი აქტი, მაგრამ ხელისუფლებამ კანონის უზენაესობა უნდა უზრუნველყოს. და თუ მეორე მხარეს არიან ადამიანები, რომლებსაც არ სურთ კანონმორჩილება, ჩვენ მოსოს დ’ესკვადრის (კატალონიის პოლიციის სახელწოდება) მეშვეობით უნდა აღვადგინოთ კანონი”, – განაცხადა მინისტრმა.
მისივე თქმით, ესპანეთის ხელისუფლება კატალონიას ავტონომიის სტატუსს არ შეუჩერებს.
კატალონიაში დამოუკიდებლობის რეფერენდუმი 1-ელ ოქტომბერს ჩატარდა და ხმის მიმცემთა 90%-ზე მეტმა დაუჭირა მხარი დამოუკიდებლობას. რეფერენდუმზე ამომრჩეველთა დაახლოებით 43% გამოცხადდა. რამდენიმე დღის წინ მადრიდმა კატალონიის მთავრობა და პარლამენტი დაითხოვა. კატალონიაში ვადამდელი არჩევნები 2018 წლის იანვარში ჩატარდება.