რადიოელექტრონულ იარაღს შეუძლია მწყობრიდან გამოიყვანოს მოწინააღმდეგის ელექტრონული ტექნიკა რამდენიმე კილოეტრის რადიუსში და მოახდინოს მთელი არმიების ნეიტრალიზება. ამ სისტემებში გამოიყენებენ ელექტრომაგნიტურ გამომსხივებლებს რაკეტების ქობინებისა და თვიმფრინავების საბორტო კავშირის სისტემების გამოსართავად. ამ იარაღს შეუძლია შორიდან დაბლოკოს ტანკების შეიარაღების დატენვის ავტომატიკა, ააფეთქოს საარტილერიო ჭურვები, რომლებიც ტანკის კოშკშია და რადიაციის გამოყენებით დახოცოს მოწინააღმდეგის ცოცხალი ძალა, რომელიც მიწაში 100 მეტრის სიღრმეზე მოწყობილ ბუნკერს თავს აფარებს.
რუსეთის თავდაცვის სამრეწველო კომპლექსმა შეიმუშავა უახლესი რადიოელექტრონული რაკეტა “ალაბუგა”, რომელსაც შეუძლია გამორთოს მოწინააღმდეგის მთელი ელექტრონიკა 3,5 კილომეტრის რადიუსში. სამხედროებს განზრახული აქვთ ამ იარაღით აღჭურვონ უახლოესი უპილოტო თვითმფრინავები მოწინააღმდეგის ავიაციასთან საბრძოლველად.
რუსებმა შექმნეს დისტანციურად მართვადი განმნაღმავალი მანქანა “ლისტვა”, რომელსაც შეუძლია 100 მეტრის მანძილიდან მწყობრიდან გამოიყვანოს ნებისმიერი ასაფეთქებელი მოწყობილობა. “ლისტვას” შეუძლია აღმოაჩინოს რადიომართვადი ფუგასები და ააფეთქოს ისინი ზემაღალი სიხშირის გამოსხივებით. უახლოეს 2 წელიწადში რუსეთის არმია ამ ტიპის 150 მანქანას მიიღებს.