აშშ-ის სამხედრო ძლიერება მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მინიმუმამდე დაეცა. კრიზისმა პრაქტიკულად ჯარის ყველა სახეობა მოიცვა, მათ შორის, სტრატეგიული ბირთვული ძალებიც, იუწყება პოლონური ყოველკვირეული “პოლიტიკა”.
1945 წლის შემდეგ აშშ-ის არმია ისეთი სუსტი, როგორიც დღეს არის, პენტაგონის ყველა პრობლემის აღწერა “მრავალტომიან ენციკლოპედიად” ჩამოყალიბდება. სამხედრო უწყების პრობლემები თითქმის ყველა ასპექტში გამწვავდა _ გეოპოლიტიკური მოწინააღმდეგეების (უწინარესად _ რუსეთის ფედერაციის) გაძლიერების ფონზე დაძველებული შეიარაღებიდან დაწყებული “ყველაზე ძლიერი არმიის” საბრძოლო მზადყოფნითა და რაოდენობით დამთავრებული. ერთი წლის წინათ გენერალმა დენიელ ელინმა აშშ-ის კონგრესში გამოსვლისას ამერიკის არმიის სამ პრობლემაზე ისაუბრა: outqunned (იარაღის არქონა), outranged (შორეულ დარტყმაში ჩამორჩენა) და outdated (დაძველება).
პოლონელი ავტორის მარეკ შვერჩინსკის სიტყვებით რომ ვთქვათ, ამერიკის ფლოტი “თავისით იძირება”: მხოლოდ 2017 წლის განმავლობაში აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ფლოტში დაფიქსირდა სამი ფაქტი, მათ შორის ორ შემთხვევას, კრეისერების “ფიცჯერალდისა” და “ჯონ მაკეინის” მონაწილეობით, რომელთაც 17 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. ეს მოხდა ჩრდილოეთ კორეის მხრიდან საშიშროების ზრდის ფონზე, და გარკვეული დროის განმავლობაში მსოფლიო დარწმუნებული იყო, რომ აშშ-ის ფლოტი თავისით იძირება. ოქტომბერში კი კრეისერ USS Shiloh -ის ეკიპაჟმა ანონიმურად იჩივლა, რომ ხომალდზე ისეთი განყოფილება და ატმოსფეროა გაბატონებული, რომ იგი “მცურავ საპყრობილეს” დაემსგავსა. ამ თემაზე “საქართველო და მსოფლიო” წინა ნომერში წერდა და აღნიშნავდა, რომ შექმნილი მდგომარეობის გამოსწორების მიზნით რამდენიმე ადმირალი თანამდებობიდან მოხსნეს, ანუ განხორციელდა “კადრების წმენდა”.
აშშ-ის სახმელეთო ჯარებში მდგომარეობა ურფო უარესია, აღნიშნავს პოლონური ყოველკვირეული. სამხედრო ბიუჯეტის ახალი განაწილების შედეგად 45 ბრიგადა 31-მდე შემცირდა. გენერალ ელინის აზრით, მათ შორის მხოლოდ სამია მზად მიიღოს მონაწილეობა ომში. ტანკები, ვერტმფრენები, და აშშ-ის არმიის სხვა ჯავშანტექნიკა ბოლოჯერ 30 წლის წინათ განახლდა. ახლახან პოლონეთში ამერიკელების ახალი ბრიგადა რომ ჩავიდა, ვარშავამ დაინახა, რომ მის შემადგენლობაში იყო ის მანქანები, რომლებითაც ამერიკელები 25 წლის წინათ ომობდნენ სპარსეთის ყურეში ირანის წინააღმდეგ.
აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალები “მფრინავ მუზეუმად” გადაიქცა: მათ საფუძვლად დღესაც “ცივი ომის” დროინდელი ბომბდამშენები არის წარმოდგენილი. პოლონელმა ავტორმა იხუმრა, რომ ეს თვითმფრინავები, უთუოდ, “თავიანთ ასწლოვან იუბილემდე იმსახურებენ”, და არავინ უწყის, შეძლებს თუ არა ვაშინგტონი საჰაერო ფლოტის დახმარებით განახლებას. დაეჭვების საბაბს იძლევა F-35-ის პროექტის ჩავარდნა, რომელიც თავის წინამორბედ F-22-ს ყველა კომპონენტში ჩამორჩება, სამაგიეროდ ორჯერ უფრო ძვირი ღირს.
მუზეუმის სახელწოდებას უფრო მეტად აშშ-ის ბირთვული ძალები იმსახურებს. რაკეტები და დანადგარები 40-ზე მეტი წლისაა და მათ “ჟანგი ჭამს”. ამასთან აშშ-ის ყველაზე საშიშს იარაღს არცთუ იშვიათად იცავენ ჯარისკაცები, რომლებიც ალკოჰოლის დიდი დოზებით მიღების მიდრეკილება აქვთ ან ნარკოდამოკიდებულები არიან. ეს კი აშშ-ის არმიის სხვა უმწვავეს პრობლემას ამჟღავნებს _ კადრების დეფიციტს. სამხედრო მფრინავების დეფიციტი უკვე ოფიციალურად აღიარეს შტატების ეროვნული უშიშროების სერიოზულ პრობლემად.
პენტაგონი საკუთარი თავის მოტყუებით არის დაკავებული. ამას ადასტურებს აღნიშნული უწყების პერმანენტული განცხადებები, ნებისმიერი მუქარის მოგერიების შესახებ, რომლებითაც იგი “კვებავს” თავის ნატოელ მოკავშირეებს. მაგრამ “ცარიელი დაფიცებით” ომის მომგებნი ამერიკელები არ არიან, ამიტომ პოლონეთმა და ევროპის სხვა ქვეყნებმა თავად უნდა იზრუნონ საკუთარი სამხედრო შეიარაღებული ძალების გაძლიერებაზე და ნაკლები იმედი უნდა ჰქონდეთ ამერიკის დასუსტებული არმიის, ასკვნის “პოლიტიკა”.