Home ახალი ამბები მსოფლიო გაერო: მსოფლიოში ყოველდღე შვიდი ათასი ახალშობილი კვდება

გაერო: მსოფლიოში ყოველდღე შვიდი ათასი ახალშობილი კვდება

955
გაერო

დაახლოებით 15 ათასი ბავშვი, რომელთა ასაკი 5 წელს არ აღემატებოდა, მათ შორის 7 ათასი ახალშობილი ყოველდღე კვდებოდა 2016 წელს მსოფლიოში. ამას მეტყველებს გაეროს მოხსენების მონაცემები. ამავე მოხსენების მიხედვით 2016 წელს დაღუპული 5 წლამდე ასაკის ბავშვების რაოდენობა დაკვირვების მთელი ისტორიის მანძილზე მინიმალური იყო და 5,6 მილიონი შეადგინა. შედარებისთვის: 2000 წელს ეს ტრაგიკული რიცხვი 9,9 მილიონზე მეტი იყო. ბოლო 16 წლის განმავლობაში ახალშობილთა შორის სიკვდილიანობა 41 პროცენტიდან 46 პროცენტამდე გაიზარდა.

ძირითადი მიზეზი მშობიარობის პროცესის თანმდევი გართულებები იყო _ 30 პროცენტი; პნევმონიითა და დიარეით დაიღუპა შესაბამისად ხუთ წლამდე ასაკის ბავშვების 16 და 8 პროცენტი.

“წარმოუდგენელია, რომ 2017 წელს ორსულობა და მშობიარობა ქალის სიცოცხლისთვის საშიში სიტუაციაა და ყოველდღე 7 ათასი ახალშობილი იღუპება”, _ განაცხადა მსოფლიო ბანკთან არსებული ჯანდაცვის, კვებისა და განსახლების ჯგუფის დირექტორმა ტიმ ევანსმა.

გაეროს მონაცემებით, ბავშვთა სიკვდილიანობის ყველაზე მაღალი დონით გამოირჩევა სამხრეთი აზია (39 პროცენტი) და აფრიკის ნაწილი საჰარის უდაბნოდან სამხრეთით (38 პროცენტი); ქვეყნებიდან _ ინდოეთი _ 24 პროცენტი, პაკისტანი _ 10 პროცენტი, ნიგერია _ 9 პროცენტი, ეთიოპია _ 3 პროცენტი.

გაეროს გენერალური მდივნის მოადგილის ამინა მოჰამედის განცხადებით, პლანეტაზე შემცირდა იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობენ. ამჟამად მათი რაოდენობა 767 მილიონია, ანუ პლანეტაზე მცხოვრები ადამიანების 11 პროცენტს შეადგენს. ურთულეს ადგილებად ამ შემთხვევაში მიჩნეულია აფრიკის ნაწილი საჰარის უდაბნოდან სამხრეთით.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here