Home რუბრიკები საზოგადოება “ოცნების ხუთწლედი”

“ოცნების ხუთწლედი”

ქართული ოცნება

ქართული ოცნება”, 5 წელიწადია, ხელისუფლებაშია და, იმის მიუხედავად, რომ წინასაარჩევნოდ ხალხს უკეთეს მომავალს ჰპირდებოდა, ხუთი წლის თავზე ქართველი საზოგადოება იმედგაცრუებულია.

მეტიც, ხშირად მოისმენთ ფრაზებს: “ოცნებამსულში ჩაგვაფურთხა”, “უნიათოები”, “ხალხის ხმა არ ესმითდა .. “ოცნებისდაპირებიდან ყველაზე მომხიბვლელი იყო “100 საწარმოსაშენება დამილიონი სამუშაო ადგილისშექმნა, მაგრამ ეს საწარმოები და სამუშაო ადგილები, მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობენ, 100-ზე მეტი საწარმო ავამუშავეთო, ვერავინ ნახა. ბიძინა ივანიშვილის დაპირების მიუხედავად, რომმეორე წელი იქნება საგრძნობლად უკეთესი. მესამე წელს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი უკეთესობას საკუთარ თავსა და საკუთარ ჯიბეზე იგრძნობს. მეოთხე წელიწადი იქნება ძალიან კარგი”, სოციალური და ეკონომიკური პრობლემები ქვეყანაში კვლავ მოუგვარებელია

ქართული ოცნებისლიდერების შეუსრულებელი დაპირებების ფონზე, ბევრს, ვინც მოესწრო დასავლელი და ჩვენი ნეოლიბერალების მიერ ნაგინებ საბჭოთა კავშირს, უნებლიეთ გაახსენდება, როგორ ასრულებდა დაპირებებს სტალინი და აშენებდა სამოქალაქო და მეორე მსოფლიო ომის შედეგად დანგრეულგაპარტახებულ ქვეყანას ხუთწლედებში.

აი რას წერდა ბრიტანული გამოცემარაუნდ თეიბლი” 1934 წელს:

ხუთწლიანი გეგმის მიღწევები გასაოცარია, სატრაქტორო ქარხნები ხარკოვსა და ლენინგრადში, საავტომობილო ქარხანა მოსკოვში, საავტომობილო ქარხანა ნიჟნი ნოვგოროდში, დნეპრის ჰიდროელექტროსადგური, ლითონის ჩამომსხმელი გრანდიოზული ქარხნები მაგნიტოგორსკსა და კუზნეცკში, მანქანთმშენებლობისა და ქიმიური ქარხნების ქსელი ურალზე, რომელიც საბჭოთა რურად იქცევა _ ეს და სხვა სამრეწველო მიღწევები მოწმობს, რომ, როგორიც უნდა იყოს სიძნელეები, საბჭოთა მრეწველობა იზრდება, როგორც მცენარე, რომელსაც კარგად რწყავენხუთწლიანმა გეგმამ საფუძველი ჩაუყარა მომავალ განვითარებას და უაღრესად გაზარდა საბჭოთა კავშირის სიმძლავრეეს ქვეყანა ისე იცვლება, რომ შეიძლება ვეღარ იცნოთრუსეთი ხის საუკუნიდან სწრაფად შედის რკინის, ფოლადის, ბეტონისა და ძრავების საუკუნეში”.

ოცნებისპირველი ხუთწლედის შეფასება სხვადასხვა დარგის ექსპერტებსა და საზოგადოებისთვის ცნობილ ადამიანებს ვთხოვეთ:

დემურ გიორხელიძე
დემურ გიორხელიძე

ამ ხელისუფლებამ სერიოზულად შეაფერხა ქვეყნის წინსვლა

დემურ გიორხელიძე, ეკონომიკის ექსპერტი:

_ ბოლო ხუთ წელიწადში ადამიანებს, ერთი შეხედვით, თითქოს მეტი საშუალება ჰქონდათ მოქმედებისთვის, მაგრამ ხელშემწყობი პირობები _ ცოტა. სიღარიბე არ დაძლეულა, უმუშევრობა მძლავრობს. ხუთი წელიწადი საკმარისი დრო იყო იმისთვის, რომ ქვეყანა წინ წასულიყო, მაგრამ ამ ხელისუფლებამ თავიდანვე უარყო ქვეყნის მოდერნიზაციისადმი ერთიანი კომპლექსური მიდგომა და სერიოზულად შეაფერხა წინსვლა.

სოფლის მეურნეობა დღეს უფრო არაკონკურენტუნარიანია, რადგან რეფორმა, რომელიც გატარდა, უპერსპექტივო იყო. სოფლის მეურნეობაში ბანკის კლერკები მომრავლდნენ, რაც დამღუპველია. ასე რომ, ამ სფეროშიც სრული კრახია.

მერაბ ზურაბაშვილი
მერაბ ზურაბაშვილი

ისეთი სახელმწიფო, როგორიც ამჟამინდელი საქართველოა, დიდხანს ვერ იარსებებს

მერაბ ზურაბაშვილი, გურჯაანის რაიონის მკვიდრი:

_ სტალინმა ხუთწლედები ეკონომიკის გადასარჩენად შემოიღო. ხუთი წელიწადი საკმარისი დრო იყო იმისთვის, რომ ქვეყანა წინ წასულიყო. “ხუთწლედის დახმარებით გადავიქცევით ინდუსტრიულ ქვეყნად. უნდა შევქმნათ ისეთი ინდუსტრია, რომელიც შეძლებს, ხელახლა შეიარაღდეს და გარდაიქმნას არა მხოლოდ მრეწველობა, არამედ ტრანსპორტიცა და სოფლის მეურნეობაც”, _ ამბობდა სტალინი.

ხუთწლედებში დასახული ამოცანების შესრულებით სტალინმა მთლიანი ეროვნული პროდუქტის მაჩვენებლების არნახულ ზრდას მიაღწია 1928 წელს 119%-ით, 1932 წელს _ 217%-ით, 1937 წელს _ 459%%-ით, 1940 წელს _ 611%%-ით და 1950 წელს _ 1003%%-ით. ასე რომ, სტალინის ხუთწლედებთან “ოცნების” ხუთწლედის შედარება მკრეხელობაა.

“ოცნებამ” დაგეგმვა არ იცის, მას მხოლოდ ცრუ დაპირებების გაცემა შეუძლია. გვპირდებოდა საწარმოების აშენებასა და სამუშაო ადგილების შექმნას, მაგრამ არაფერი გაუკეთებია. სტალინის მმართველობის პერიოდში კი, უკვე 1930 წელს, ქვეყანაში უმუშევრობა აღარ იყო. დღეს საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი სახელმწიფოს შეჰყურებს, რათა სოციალური დახმარება მიიღოს, არადა, პირიქით უნდა იყოს, სახელმწიფო უნდა არსებობდეს ხალხის მიერ შექმნილი დოვლათით. ისეთი სახელმწიფო, როგორიც ამჟამინდელი საქართველოა, დიდხანს ვერ იარსებებს.

ამ ქვეყანაში არც ერთი დაპირება არ შესრულდება, რადგან ხელისუფლების დაპირებებს ეკონომიკური საფუძველი არ აქვს. არასდროს მქონია იმედი, რომ “ოცნება” რამეს გააკეთებდა, მათი დაპირებები უსაფუძვლო იყო და იმიტომ.

სანამ არ დამკვიდრდება სოციალისტური წარმოება, ამ ქვეყანას არაფერი ეშველება. კახეთში, დიდი ხანია, არაფერი აშენებულა, გლეხს არ აქვს საშუალება, მოსავალი მოიყვანოს. ყოველწლიურად ძვირდება საწვავი, წამალი, სასუქი. გასავალი მეტია, ვიდრე შემოსავალი. უწინ ერთი კილოგრამი ყურძნის ფულით ხუთ ლიტრ ბენზინს ვყიდულობდით, ახლა არც ვიცი, რამდენი ყურძენი უნდა გავყიდო, ლიტრი ბენზინი რომ შევიძინო. ერთ შრომადღეში 20 ლიტრ ბენზინს ვიღებდით, ახლა _ ორ ლიტრს. ეს ხალხის ძარცვაა და, როცა ხალხს ძარცვავ, ის შენ წინააღმდეგ დაიწყებს მოქმედებას. სტალინი კი ადამიანებზე ზრუნავდა და ისინიც გრძნობდნენ ამას, ამიტომაც უყვარდათ და მისთვის თავსაც წირავდნენ. სტალინის პერიოდში ხელფასები არნახულად იმატებდა. 1933-1938 წლებში მუშის საშუალო ხელფასმა 1519-დან 3446 მანეთამდე მოიმატა… ამის შემდეგ ვინ იტყვის, რომ სტალინისა და ბიძინას მთავრობის შედარება შეიძლება?!

თამარ კიკნაძე
თამარ კიკნაძე

არც არაფერი გაუკეთებიათ და არც არაფერი გაუფუჭებიათ

თამარ კიკნაძე, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ლექტორი, პროფესორი:

_ “ქართული ოცნების” ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში კარგი რაც გაკეთდა, იყო ის, რომ შიში გაქრა, ტერორი აღარ იყო, მაგრამ ეს საკმარისი არ არის. ამ ხელისუფლებას არ უმუშავია სოციალური და ეკონომიკური პრობლემების მოგვარებაზე, არ მოუმატებია პენსია, არ შექმნილა სამუშაო ადგილები… თვითონ თვლიან, რომ მიღწევა იყო ევროასოცირების ხელშეკრულების გაფორმება და ევროპაში უვიზო მიმოსვლა, მაგრამ ეს არაფერი არ არის. კარგი იქნებოდა, ხელისუფლებაში უფრო გამოცდილი ადამიანები ყოფილიყვნენ, ადამიანები, რომლებსაც მენეჯმენტი ესმით, რათა მოსახლეობაზე მეტი ეზრუნათ. მოკლედ, არც არაფერი გაუკეთებიათ და არც არაფერი გაუფუჭებიათ.

მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ქვეყანა სუვერენული არ არის და გარე ძალებზეა დამოკიდებული, ხუთი წელი საკმარისი იყო იმისთვის, რომ ბევრი კარგი საქმე გაეკეთებინათ. მაგალითად, შეექმნათ სამუშაო ადგილები, განევითარებინათ დარგები, რომლებშიც, ასე თუ ისე, წარმატება გვქონდა, მაგრამ ამ ხელისუფლებას, როგორც მის წინამორბედებს, ქვეყნის სტრატეგიული განვითარების გეგმა არ აქვს.

ჰამლეტ ჭიპაშვილი
ჰამლეტ ჭიპაშვილი

ოცნებასსურს, ხალხი ბიძინას მონად იქცეს

ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი:

_ “ოცნების” ხუთ წელიწადს უარყოფითად ვაფასებ. ის, რაც ვითომ გაკეთდა, მაინც გაკეთდებოდა, ვინც უნდა ყოფილიყო ხელისუფლებაში. აკეთებენ გზებს, მაგრამ ფული ჩვენი ჯიბიდან არის ამოღებული და ბიზნესმენისთვის გადაცემული. ყველა მთავრობა ასე იქცეოდა. მიღწევად თვლიან ე.წ. ვიზალიბერალიზაციას, მაგრამ ეს არაფერია, ეს ისედაც იქნებოდა. ჰგონიათ, რაღაცას აკეთებენ, მაგრამ ეს უკვე დაგეგმილია, უბრალოდ, ევროპელებს ისეთი პოზა აქვთ, რომ გვამადლიან და “კარგი საქციელით” რაღაცას ვიმსახურებთ.

შემაშფოთებელია ამ ხელისუფლების თავხედობა _ ხალხის ნათქვამს არაფრად აგდებს. საზოგადოება ღელავს და ითხოვს, აუხსნან, რატომ აქვს მოხელეს ასჯერ მეტი შემოსავალი, პენსია კი არ იმატებს. წინა ხელისუფლება ასე იქცეოდა და, როდესაც შენც იმავეს იმეორებ, გამოდის, მასზე უარესი ხარ.

არ შეიძლება, ამათ ბევრი დრო მივცეთ, რადგან ვითარება უფრო გაუარესდება. გახსოვთ, ალბათ, სააკაშვილი ერთ ლარად რომ არიგებდა ნათესავებზე სახელმწიფოს ქონებას, მაგრამ ვერ ვიფიქრებდი, რომ ანალოგიურად მოიქცეოდა “ოცნებაც”, თანაც, ამას ბიძინა ივანიშვილი თუ გააკეთებდა. “ოცნებას” სურს, ხალხი ბიძინას მონად იქცეს.

გია ხუხაშვილი
გია ხუხაშვილი

თუ სააკაშვილის მმართველობის პერიოდში სწრაფად მივექანებოდით უფსკრულში, ახლა ნელა ვიძირებით ჭაობში

გია ხუხაშვილი, ეკონომიკის ექსპერტი:

_ “ოცნებას” არაფერი გაუკეთებია. “ოცნებამ” შეძლო რეჟიმის გასტუმრება, რაც ტაქტიკური ამოცანა იყო, მაგრამ პარადოქსია, რომ ეს დღევანდელ “ოცნებას” არ გაუკეთებია. ადამიანები, რომლებმაც სააკაშვილის რეჟიმი მოიშორეს, ხელისუფლებაში არ არიან. “ქართული ოცნების” ელიტა მზამზარეულზე მოვიდა. მაგალითად, კვირიკაშვილი სახლში იჯდა და უმუშევარი კაცი ჩვენ მოვიწვიეთ. არც სხვები მონაწილეობდნენ პროცესებში. რეჟიმის გასტუმრება, რომელიც ერთადერთ აქტივად ეთვლებათ, სხვა “ოცნების” გაკეთებულია.

ასე რომ, ხელისუფლება, ჩვენდა საბედნიეროდ, ბევრს არაფერს აფუჭებს, მაგრამ, სამწუხაროდ, არც არაფერს აკეთებს. თუ სააკაშვილის მმართველობის პერიოდში სწრაფად მივექანებოდით უფსკრულში, ახლა ნელა ვიძირებით ჭაობში.

ამ ხელისუფლებამ თავის გადარჩენის მიზნით, მაჟორიტარების, ანუ ყანდურების, “რაიონების მაყურებლების” ხელში გადაიტანა ძალაუფლება. ეს ადამიანები გადადიან პარტიიდან პარტიაში, ყიდულობენ ადგილებზე არჩევნებს, ხელისუფლებას უხანგრძლივებენ ვადას და იცავენ ბიზნესებს.

დღეს ხელისუფლებაშია კოლექტიური მურუსიძე, რომელიც მიშას პერიოდში შემსრულებელი იყო, ახლა კი გაცილებით დიდი პოსტი აქვს. ბიზნესმენი კახა ოქრიაშვილი მიშას მმართველობის პერიოდში პულტზე ხელის დამჭერი იყო, ახლა პოლიტიკურ ამინდს ქმნის. “ოცნებამ” მიშას ერთჯერადი ღამის პეპლები ცოლად მოიყვანა თუ თვითონ გაჰყვნენ, არ ვიცი, ეს დამოკიდებულია მათ ორიენტაციაზე.

_ შეეძლოთ რამის გაკეთება ხუთ წელიწადში?

_ რა თქმა უნდა. სისტემაში მოკალათებული ნაძირლების მოშორება მაინც ხომ შეეძლოთ? მურუსიძის მოშორებას რა უნდოდა? “ნაცმოძრაობის” ყველაზე ოდიოზური ფიგურების გადეპუტატებას ვინმე აძალებდათ? “ოცნება” შეეზარდა მიშას სისტემას, მათ დემონტაჟი არ ისურვეს. “ოცნებამ” ეშმაკთან ხელშეკრულება გააფორმა და, საბოლოოდ, მძევალიც გახდა.

ვახტანგ მაისაია
ვახტანგ მაისაია

წინა მთავრობის აჩრდილი ისევ დადის, რეჟიმი არ გასამართლებულა და რევანშისტული ძალები ისევ ბობოქრობენ

ვახტანგ მაისაია, სამხედრო ექსპერტი:

_ განვლილ ხუთ წელიწადში აშკარა იყო ხელისუფლების უნიათობა, რაც ბევრ სფეროში გამოიხატა. იყო ჩავარდნა თავდაცვის სფეროში, მეტიც _ კრახი. ხუთ წელიწადში ოთხი მინისტრი შეიცვალა, რაც დაეტყო კიდეც თავდაცვის სფეროს, ქვეყანა საფრთხეშია და ჩვენ დასუსტებული ვართ. ქვეყანაში არის მძიმე სოციალურ-ეკონომიკური ფონი, ინფლაციის მაღალი დონე, პრობლემაა უცხოური ინვესტიციების მოზიდვის კუთხით. საგარეო ვალმა 15 მლრდ დოლარს გადააჭარბა. სამართლიანობის აღდგენა კვლავ დღის წესრიგშია და ამაზე აღარავინ ფიქრობს. საშინელი ვითარებაა სასამართლო სისტემაში. კარგია, რომ ადამიანებს აღარ კლავენ, აღარ არის ძალადობა, მაგრამ წინა მთავრობის აჩრდილი ისევ დადის, რეჟიმი არ გასამართლებულა და რევანშისტული ძალები ისევ ბობოქრობენ.

მოამზადა

ეკა ნასყიდაშვილმა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here