Home ახალი ამბები მსოფლიო და ვინჩის “სამყაროს მხსნელი” აუქციონზე 100 მილიონ დოლარად გაიტანეს

და ვინჩის “სამყაროს მხსნელი” აუქციონზე 100 მილიონ დოლარად გაიტანეს

სამყაროს მხსნელი

ლეონარდო დავინჩის ეს ნახატი 64,5 სმ 44,7 სმ-ის ზომისაა. მას, როგორც სპეციალურ ლოტს, აშშ-ში აუქციონზე “ომისშემდგომი და თანამედროვე ხელოვნება” გაიტანენ.

ეს არის იესო ქრისტეს გამოსახულება, რომელიც დიდოსტატის ერთ-ერთი ბოლო ნამუშევარია, შესრულებულია, როგორც ვარაუდობენ, XVI საუკუნეში საფრანგეთის სამეფო კარის დაკვეთით. მაგრამ მას შემდეგ, რაც კარლოს I საფრანგეთის პრინცესა ჰენრიეტა მარიაზე დაქორწინდა 1625 წელს, ნახატი ინგლისში აღმოჩნდა. შემდგომ ეს ტილო საფრანგეთში დააბრუნეს და ინახებოდა მეფე კარლოს მეორის კოლექციაში.

“მოგზაურობა” ამით არ დამთავრებულა: “სამყაროს მხსნელი” რამდენიმე ჰერცოგის ხელიდან ხელში გადავიდა, ბოლოს მისი კვალი გაქრა. იპოვეს მხოლოდ XX საუკუნის დასაწყისში, ფრიად დაზიანებული. შემდგომ რამდენიმე კერძო კოლექციას ამშვენებდა. 2007 წელს სრულად იქნა რესტავრირებული.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here