GEWORLD.GE:
ეს გამონათქვამი გამოცდილ გეის ეკუთვნის, რომელიც საკუთარ მდიდარ გამოცდილებას ინტერნეტსივრცეში დამწყებ ბიჭუნებს უზიარებს. წინასწარვე ვგრძნობ, როგორ აიჯაგრებიან ადგილობრივი, დემოკრატიის მოკლე კურსგავლილი ლიბერალები ამ სტრიქონების კითხვისას, რადგან ამ თემაზე საუბრის ექსკლუზივი თავისად მიაჩნიათ. ისიც ზედმიწევნით ზუსტად იციან, თუ რა ტონით და შეფასებებით უნდა წერონ უმცირესობებზე. მედიასაშუალებებშიც სწორედ მათ აქვთ სიტყვის თავისუფლება გარანტირებული, თუმცა თავად მათ ბანაკშიც შეჯიბრია იმაზე, ვინ უფრო «წინაა წასული».
ერთ-ერთი «მოწინავე» ჭმუნავს: «რაღაც გაიაზრა ეჭვიანმა ქართველმა კაცმა, რომელსაც, ვინ იცის, რამდენი წელია, ატყუებს ხელისუფლება და მისი ტელევიზიები; რომელსაც გარდამავალ ასაკში – როცა სხეულში სისხლი ახლებურად იწყებს ჩუხჩუხს – მშობლები არ უხსნიან ჩუხჩუხის მიზეზებს; დაბოლოს, რომელმაც იცის: თუ ამ ქვეყანაში მორალზე ბევრს ილაპარაკებ, ხალხსაც «მორალურად მდგრადი» ეგონები – ქუჩაში გაგაჩერებენ, კარგი კაცი ხარო, გეტყვიან, სუფრაზე ჯიგრულად გადღეგრძელებენ და არც მოძღვართან გექნება პრობლემები…
მოძღვარი! ჰო, მედიასაც ჰყავს თავისი მოძღვრები. ამიტომ ჟურნალ «მეს» ანონსში ჟურნალისტი, კარგადაც რომ სცოდნოდა ეს ყველაფერი, ვერ დაიწყებდა იმის ახსნას, რომ ჰომოსექსუალიზმი (იქ, სადაც მეცნიერება კარგადაა განვითარებული), დიდი ხანია, არ ითვლება არც ავადმყოფობად, არც ცოდვად, არც კანონის დარღვევად. და, სხვათა შორის, არც «არჩევანია», როგორც ამტკიცებენ ხოლმე ის ქართველი ლიბერალები, რომელთაც, როგორც ჩანს, ასევე რაღაც დააკლდათ მშობლებისგან «სისხლის ჩუხჩუხის» პერიოდში».
ერთი სიტყვით, არა მარტო ჩვენ (ვისაც ჰომოფობებად მიგვიჩნევენ), არამედ საკუთარ თანამოაზრეებსაც ერჩიან უვიცობისა და «დაბალი კულტურის» გამო. თუმცა ქვეყანაში, სადაც სტურუა ქსენოფობია, ჰომოფობობა დიდი ცოდვა აღარ არის. აღარც ის უნდა გვიკვირდეს, რომ გუშინ გამომცხვარი «ლიბერალები» გაწიწმატებული ტონით გვითვლიან ინტერნეტსივრციდან: «როგორც აღმოჩნდა, ქართულ პრესაში თუ ანტიპრესაში ისევ საკმაოდ იმძლავრა ჰომოფობიურმა გამოხდომებმა. ამჯერად საუბარია გაზეთზე «საქართველო და მსოფლიო», რომელშიც სხვადასხვა ფსევდონიმებით იბეჭდება ჰომოფობიური და უკიდურესად სიძულვილით სავსე სტატიები, რომლებიც ადამიანებს ძალადობისკენ მოუწოდებენ. მინდა გავაფრთხილო ამვარი – გაზეთის მესვეურნი, რომ მოეშვან მაიმუნობას, სანამ დროა, თორემ, როდესაც მოხვდებათ, მერე კივილს ატეხენ თავისუფალი პრესა იზღუდებაო. თავისუფალი პრესა, ბატონებო, არ ნიშნავს სხვების უფლებების შეზღუდვასა და სხვა ადამიანების მიმართ ძალადობისკენ მოწოდებას. სამწუხაროა, რომ საქართველოს კანონმდებლობაში არ არსებობს ზუსტი მუხლი ჰომოფობიასთან დაკავშირებით, რომ ამ წუთასვე მოგვევლო თქვენთვის და გაგვესტუმრებინეთ «ვირის აბანოში», როგორც სისხლის სამართლის დამნაშავეები (სტილი დაცულია).
მკითხველმა განსაჯოს, რომელ პუბლიკაციაშია მეტი მუქარა და სიძულვილი – ჩვენსაში თუ გეების ამ «დამცველისაში». ერთი წამით დაუშვით, ისინი რომ უმრავლესობად იქცნენ, ყველა დანარჩენს ხომ მართლაც «ვირის აბანოში» გაგვისტუმრებდნენ! ასეც რომ არ იყოს, რობერტ სტურუა ხომ სწორედ «საქართველოს კანონმდებლობაში ქსენოფობიის ზუსტი მუხლით» მოხსნა რურუამ!
გეებისა და ლესბოსელების ერთი ქართული საიტი ჩივის, რომ იანვრიდან დაფინანსება შეუწყდა და სპონსორს ეძებს. ვიდრე საქართველოს ხელისუფლებას ტოლერანტობის მორიგი შეტევა დაეწყება და ქართველი გადასახადის გადამხდელის თანხებს ამგვარ გამოცემებს უბოძებს, გეების საიტზე ბედნიერებით აღსავსე ერთი ინფორმაციის კვალს მივყვეთ:
«ვიკიპედია უზარმაზარი ელექტრონული ენციკლოპედიაა, სადაც ნებისმიერი შინაარსის ინფორმაცია შეიძლება მოვძებნოთ და მივიღოთ ამომწურავი პასუხები სასურველ კითხვებზე. ეს უნიკალური საერთაშორისო რესურსი იმითაცაა საინტერესო, რომ მსოფლიოს ყველა ენაზე თავისებურად ვითარდება და გვაწვდის ლოკალიზებულ ინფორმაციას!
ქართულ ვიკიპედიაში, დიდი ხანია, არსებობს მშობლიურ ენაზე დაწერილი განმარტება იმის შესახებ, თუ რას წარმოადგენენ გეები, ლესბოსელები, ტრანსები და ასე შემდეგ. ახლახან ქართული ვიკიპედია კიდევ უფრო გამდიდრდა და ამჯერად მას გეი სლენგების განმარტებები დაემატა. თუ როგორ გამოიყურება იგი, შეგიძლიათ იხილოთ თავად საიტზე».
მითითებულ ლინკზე აღარავითარი «გეი სლენგი» არ არის, ვიკიპედია კი მორცხვად გვაუწყებს: «ვიკიპედიაში არ არის გვერდი ამ სახელით. სცადეთ მოიძიოთ გვერდები, სადაც ეს სიტყვა არის გამოყენებული». როგორც ჩანს, ქართული ვიკიპედიაც ჰომოფობებმა ჩაიგდეს ხელში და ეგზომ სანატრელ გეი სლენგსაც ისინი ბლოკავენ. სამაგიეროდ, ვერავინ ბლოკავს სხვა ქართულ გეისაიტს, რომელზეც უხვად არის გამოყენებული სპეციფიური სლენგი: «თუ იცით, რომ წინ ტრახ-ტრუხი გელოდებათ, აუცილებლად, აი, აუცილებლად მიიღეთ შხაპი. კარგად გაიჩახჩახეთ ტაკოები. ამ შემთხვევაში ტაკოს გამობანვას არ ვგულისხმობ. გაიკრიალეთ ტაკო, კერძოდ ანუსის არეა. ბევრი გამოცდილი გეი სექსის წინ პატარა «ოყნუშკას» იკეთებს. ეს სწორ ნაწლავს ათავისუფლებს და ინციდენტისგან გიცავთ». შემდგომ დეტალებს გამოვტოვებთ, რადგან ნორმალურ ადამიანს სიამოვნებას ეს ნამდვილად არ მიანიჭებს, მაგრამ ერთ, შედარებით «უწყინარ» რჩევას კიდევ მოვიტანთ: «გარდა ამისა, სექსის წინ ნუ გასკდებით ჭამით, განსაკუთრებით ისეთი საკვებით, რომელიც ზედმეტ გაზს ან შეთხელებას იწვევს. მოკლედ, ეს ყველაფერი არცთუ სასიამოვნო დასაწერია, მაგრამ გარწმუნებთ, ძალიან, ძაააალიან მნიშვნელოვანია სექსში».
ამის წამკითხველი მიხვდება, რომ მოსალოდნელი «ინციდენტები» პირდაპირ მიუთითებს იმ ადგილის ჭეშმარიტ დანიშნულებაზე, რომელსაც ავტორი სიყვარულით «ტაკოს» უწოდებს. ოყნაც სულ სხვა მიზნით კეთდება და პატარა ბავშვსაც კი არ სიამოვნებს მისი გაკეთება, _ ურჩევნია, ბუნებრივი გზით დააღწიოს თავი პრობლემებს, თუმცა კაცია და გუნება!
სააკაშვილი, კარგა ხანია, გვპირდება, რომ საქართველოს ტურიზმის ქვეყნად აქცევს. ცხადია, ის აღარ უთქვამს, რომ მთელს მსოფლიოში საკმაოდ განვითარებული ინდუსტრია სწორედ გეი ტურიზმია. ჩეხეთში, მაგალითად, დაახლოებით 400 ათასი გეი ტურისტი ჩადის ყოველწლიურად. ტურისტულმა სააგენტოებმა მათთვის სპეციალური რუკების გამოშვება დაიწყეს. ჩვეულებრივ ღირსშესანიშნაობებთან ერთად ამ რუკებზე სპეციალურად დაყოფილი კატეგორიები იქნება: დღის ცხოვრება, ღამის ცხოვრება, გეი კლუბი და გეი-ფრენდლი დაწესებულებები, გეი კლუბების მისამართები და მათი აღწერა.
საქართველოში ამგვარი რუკები არ არსებობს, ისევე, როგორც აქ ჩამოთვლილი კლუბები და დაწესებულებები. ამიტომ თუშეთში ჩასულ გეი ტურისტებს ხიფათი შეემთხვათ: ერთი კვირის წინ სოფელ ომალოში დასასვენებლად მყოფმა რამდენიმე ქართველმა ახალგაზრდამ სამი გერმანელი ტურისტი სუფრაზე მიიწვია. ჩხუბი მას შემდეგ დაიწყო, რაც ტურისტებმა ერთმანეთს კოცნა დაუწყეს. ქართველმა ახალგაზრდებმა გერმანელი გეიტურისტები ჯერ ცემეს, ხოლო შემდეგ ხელ-ფეხი შეუკრეს და მდინარეში გადაყარეს. ტურისტები წყლიდან ომალოელებმა ამოიყვანეს.
ტურისტული კომპანიის წარმომადგენლის ცნობით, ადგილობრივებმა უზრუნველყვეს ტურისტების ბარში უსაფრთხო ტრანსპორტირება, საიდანაც ისინი თბილისში ჩავიდნენ და საქართველოდან გაემგზავრნენ.
მომხდართან დაკავშირებით დაზარალებულ ტურისტებს არც პოლიციისთვის და არც საკონსულოსთვის არ მიუმართავთ. შესაბამისად, ახმეტის პოლიციაში სისხლის სამართლის საქმე აღძრული არ არის. როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილემ ვაჟა ნასყიდაშვილმა განუცხადა, ომალოში ახმეტის პოლიციის თანამშრომლები რეგულარულად პატრულირებენ. «მით უფრო ზაფხულში, როცა თუშეთში ძალიან ბევრი ტურისტია, პოლიციის თანამშრომლები იქ ყოველთვის არიან. საგუშაგოც აქვთ, აეროპორტის მოპირდაპირე მხარეს. ტურისტების ცემის შესახებ ჩვენ არანაირი ინფორმაცია არ გვაქვს,» – განაცხადა გამგებლის მოადგილემ.
კახეთის საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, ქართველი ახალგაზრდები, რომლებმაც ტურისტები ცემეს, მაღალჩინოსნების შვილები არიან. ამ ახალგაზრდების ვინაობა ჯერჯერობით უცნობია. სამაგიეროდ, საცნაური გახდა, რომ, ვიდრე საქართველოს ხელისუფლება სტურუას «ქსენოფობიას» ებრძვის, მაღალჩინოსანთა შვილები გეებს ცემენ. ამის შემდეგ ჩვენა ვართ ჰომოფობები თუ საქართველოს ხელისუფლების მაღალჩინოსანთა შვილები?
ქართველ გეებს კი, სხვა პრობლემებთან ერთად, ისიც აწუხებთ, რომ რუსული საიტები ბევრად უფრო მრავალფეროვანი და საინტერესოა. ჭმუნავენ იმაზეც, რომ იძულებული არიან, რუსულ ენაზე უყურონ გეი ფილმებს. მადლობა თქვან, რომ საქართველოს ხელისუფლება მათ ქართულ სუბტიტრებს არ ადებს!
რამდენიმე დღის წინ სანკტ-პეტერბურგში ერთ-ერთი გეიკლუბის ხელმძღვანელობამ პოლიციაში კლუბზე თავდასხმის შესახებ განაცხადა. ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე, სამმა უცნობმა მამაკაცმა კლუბში მყოფთა ცემა დაიწყო. დაზარალებულებიდან, რომელთა რაოდენობა ხუთს აღწევს, ერთ-ერთმა უკვე შეიტანა საჩივარი სამართალდამცავ ორგანოებში. კლუბში განაცხადეს, რომ დაუპატიჟებელი სტუმრებისთვის შეშვებაზე უარის თქმა არ შეეძლოთ, რადგან მათ პოლიციელების საბუთები წარმოადგინეს. გამოძახებული პოლიცია ადგილზე არ მივიდა. დაუპატიჟებელმა სტუმრებმა თავად დატოვეს კლუბი. როდესაც გეიკლუბიდან ისევ დარეკეს პოლიციაში, მათ უპასუხეს, – გამოძახება იმიტომ დარჩა უპასუხოდ, რომ მისამართი აერიათ.
საინტერესოა, რომ კლუბის მეპატრონეებმა კარგად იცოდნენ გეების მიმართ დამოკიდებულების შესახებ, მაგრამ საკუთარ გასართობ დაწესებულებას ამერიკული სერიალის – «პოლიციის აკადემიის» ერთ-ერთ სერიაში ნაჩვენები სწორედ ამგვარი კლუბის სახელი – «ცისფერი ხამანწკა» შეურჩიეს. შეგახსენებთ, რომ ამ კლუბის სტუმრების მსხვერპლი ამერიკულ სერიალში სწორედ პოლიციის მაიორი აღმოჩნდა. სავარაუდოდ, რუსი სამართალდამცავები, კლუბის მეპატრონეთა ოპტიმიზმის მიუხედავად, «ცისფერ ხამანწკებთან» მივარდნილ პირებს ძებნას არ დაუწყებენ. არც ის უნდა იყოს გასაკვირი, რომ ამ სახელწოდების კლუბში მისვლა პოლიციელებს მაინცდამაინც არ ეხალისებათ!
ნანა დევდარიანი
P.S. ზოგადად, სიძულვილი ცუდია, ძალიან, ძაააალიან ცუდი. არც ზიზღის გრძნობაა კარგი, მაგრამ ვირს პიტნას რომ სჩრიდნენ, სწორედ ასეა ეს ამბავიც. გასული საუკუნის 40-იან წლებში ქალაქში ერთი, დღევანდელი ტერმინოლოგიით, ცნობილი გეი ცხოვრობდა. ყველამ იცოდა, მაგრამ არავინ ერჩოდა. ერთხელაც, ტრამვაის შეახტა და ბიჭებმა მიაძახეს: «ტუზიკ, შე პიდარასტოო»! ისიც მოუბრუნდა და უპასუხა: «სო-მე-ხოო»! ახლა გამოიცანით: რომელი იყო მათგან ქსენოფობი და რომელი – ჰომოფობი?