საბჭოთა წყალქვეშა ნავები, რომლებიც პროექტ 941 “აკულას” მიხედვით 40 წლის წინათ შეიქმნა, დღესაც შიშის ზარს სცემს აშშ–ის სამხედრო–საზღვაო ძალებს. ამას ადასტურებს The National Interest –ში გამოქვეყნებული სტატია.
ეს სუბმარინა არა მხოლოდ თავისი სიდიდით ახდენს დამთრგუნველ შთაბეჭდილებას, არამედ, უპირველესად, იმით, რომ შეუძლია უხმაუროდ მიუახლოვდეს მიზანს, წყალქვეშ დიდი სიჩქარით იმოძრაოს და მოსპოს მტრის ნებისმიერი ობიექტი; ეკიპაჟისთვის შექმნილი საბრძოლო პირობებით კი უბადლოა.
“დიმიტრი დონელი” მძიმე ატომური სარაკეტო წყალქვეშა სტრატეგიული დანიშნულების კრეისერია, რომელიც აღნიშნული პროექტით არის შექმნილი.
ამ ტიპის წყალქვეშა ნავების აგების დავალება ფირმა “რუბინმა” 1972 წლის დეკემბერში მიიღო. პირველი სუბმარინა წყალში ჩაუშვეს 1980 წელს. ამ ფაქტის შესახებ თავის დროზე საჯაროდ ლეონიდ ბრეჟნევმა განაცხადა: “ამერიკელებს შექმნილი აქვთ ახალი წყალქვეშა ნავი “ოჰაიო”, რომელიც “ტრაიდენტ-1”-ის ტიპის რაკეტებითაა აჭღურვილი. ანალოგიური სისტემა “ტაიფუნი” ჩვენც გვაქვს”.
საინტერესო ფაქტები:
* ეს წყალქვეშა ნავები დღემდე უდიდესია მსოფლიოში.
* ორი ბირთვული რეაქტორი საშუალებას აძლევს სუბმარინას, წყალქვეშ იმოძრაოს საათში 50 კილომეტრამდე სიჩქარით.
* ბირთვული ძალოვანი დანადგარის წყალობით, მას შეუძლია ოთხი თვის განმავლობაში ავტონომიურად იარსებოს.
* წყალქვეშა ნავის ეკიპაჟის განკარგულებაშია საუნა მცირე აუზით და სპორტული დარბაზი.
შეიარაღება
“დიმიტრი დონელი” აღჭურვილია საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტებით “ბულავა”, ექვსი 533-მილიმეტრიანი ტორპედოთი და სარაკეტო ტორპედო “ვოდოპადებით”.
მახასიათებლები
*ნატოს კლასიფიკაცია: SSBN Typhoon.
*სიჩქარე წყალქვეშ: 50-მდე კილომეტრი საათში.
*სიჩქარე წყლის ზედაპირზე: 25-მდე კილომეტრი საათში.
*ჩაძირვის სამუშაო სიღრმე: 400 მეტრი.
*ავტონომიური ცურვა: 180 დღე-ღამე.
*ეკიპაჟი: 160 ადამიანი.
*წყალსზედა წყალწყვა: 28500 ტონა.
*წყალქვეშა წყალწყვა: 49800 ტონა.
*მაქსიმალური სიგრძე: 172 მეტრი.
*კორპუსის მაქსიმალური სიგანე: 23,3 მეტრი.
*ენერგეტიკული დანადგარი: ორი OK-650, თითოეული 50000-იანი ცხენის ძალის.