აშშ–ის სამხედრო–საჰაერო ძალების მიერ ავღანურ მოძრაობა “თალიბანის” მოთარეშეებისთვის მიყენებული ავიადარტყმის შედეგად დაიღუპნენ მშვიდობიანი მოქალაქეები, _ ნათქვამია “ფეისბუქში” ნატოს მისიის გვერდზე “გადამწყვეტი მხარდაჭერა”.
მისიის პრესსამსახურში განმარტეს, რომ ამერიკის სამხედრო-საჰაერო ძალები განახორციელებდნენ ოპერაციას “ბოევიკების” წინააღმდეგ, რომლებიც ქაბულის შემოგარენში მდებარე ჰამიდ ქარზაის სახელობის საერთაშორისო აეროპორტის რაიონში გააქტიურდნენ. კერძოდ, ტერორისტებმა აღნიშნულ რაიონს ნაღმები დაუშინეს, ასევე, გააგზავნეს იქ თვითმკვლელი ტერორისტები.
27 სექტემბერს გავრცელდა ინფორმაცია, რომ “თალიბებმა” დაიკისრეს პასუხისმგებლობა ავღანეთის დედაქალაქის რაკეტებით დაბომბვაზე. Tolo News -ის ცნობით, აღნიშნული შეტევა უთუოდ მიმართული იყო ნატოს ბაზის წინააღმდეგ, რომელიც იქვე ახლოს მდებარეობს.