Home ახალი ამბები მსოფლიო ბრიტანეთის ეკლესიის მსახურებმა თურქი მოდელიერი სატანიზმში დაადანაშაულეს

ბრიტანეთის ეკლესიის მსახურებმა თურქი მოდელიერი სატანიზმში დაადანაშაულეს

მოდისკვირეული

ანგლიკანური ეკლესიის წარმომადგენლებმა დაგმეს ლონდონის მოდის კვირეულზე  თურქული წარმოშობის მოდელიერ დილიარ ფინდიკოღლუს ნამუშევრები და მათ ავტორსღვთისმგმობიუწოდეს.

შოუ მიმდინარეობდა წმინდა ანდრიას მოქმედ ეკლესიაში, რომელიც ლონდონში, ჰოლბორნის რაიონში, მდებარეობს. ტანსაცმლის აქსესუარებად გამოყენებული იყო დეტალები, რომლებსაც ჩვეულებრივ სატანიზმს უკავშირებენ. კერძოდ, ზოგიერთი მოდელის სახეზე აღბეჭდილი იყო გადაბრუნებული ხუთქიმიანი ვარსკვლავი, ხოლო ჩვენების აპოთეოზი გახდა პოდიუმზე ტრანსვესტიტი-მოდელის, ვაიოლეტ ჩაჩკის, გამოსვლა, რომელსაც თმები ეშმაკის რქების მსგავსად ჰქონდა დავარცხნილი.

ლონდონის დიოცეზის  (მართლმადიდებლური ეპარქიის ანალოგია) წარმომადგენლებმა მრევლის წევრებს ბოდიში მოუხადეს და განუმარტეს, რომ მოდელიერებისთვის ნებართვის მიცემისას არ იცოდნენ, როგორ ტანსაცმელსა და აქსესუარებს წარმოადგენდნენ ჩვენებაზე.

როჩესტერის ყოფილმა ეპისკოპოსმა მაიკლ ნაზირ-ალიმ შოუს ეკლესიაში გამართვას “ქრისტეს სახელის შემარცხვენელი” ქმედება უწოდა.

ღვთისმსახურმა ანდრიან ჰილტონმა თავის ბლოგში ეს ღონისძიება “ლიუციფერისთვის ხოტბის შესხმად” და “დემონების თაყვანისცემად” შეაფასა. ამასთანავე, მან აღნიშნა, რომ ანგლიკანური ეკლესიის მმართველობა ეკლესიის შენობებში კრძალავს აზარტულ თამაშებს, სიგარეტის მოწევასა და აუქციონების გამართვას, არ ითვალისწინებს ეშმაკის თაყვანისცემის რიტუალების ჩატარებას.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here