ეს ინფორმაცია პოლონეთის საზღვრის დაცვის სამსახურმა გაავრცელა.
უკრაინელებს ბანგლადეშელი ლტოლვილები მანქანების საბარგულებში ჰყავდათ გამოკეტილი და საზღვარზე გადაჰყავდათ. დადგინდა, რომ მიზანი დასავლეთ ევროპაში მათი ჩაყვანა იყო. ამ საეჭვო მოგზაურობის “ბილეთები” ბანგლადეშელებს 6-დან 13 ათასამდე ევრო დაუჯდათ. ცნობილია ისიც, რომ უკანონო გადაყვანის ორ ორგანიზატორს უნგრეთის პასპორტებიც ჰქონდათ. სასამართლომ უკრაინის მოქალაქეები სამი თვით დააპატიმრა საზღვრის უკანონოდ გადალახვის ბრალდებით. ბანგლადეშელები ლტოლვილთა სპეციალურ მიმღებში მოათავსეს.