Home რუბრიკები პოლიტიკა ნიკოლოზ მჟავანაძე: მიზანი იყო, ტახტზე აეყვანათ ან ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი დიმიტრი,...

ნიკოლოზ მჟავანაძე: მიზანი იყო, ტახტზე აეყვანათ ან ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი დიმიტრი, ან ჭყონდიდის ეპარქიის მიტროპოლიტი პეტრე

ლიბერალები ორივე მიტროპოლიტისგან ელოდებიან, რომ, ტახტზე ასვლის შემთხვევაში, სააკაშვილს უკან დააბრუნებენ

მიზანი იყო, ტახტზე აეყვანათ ან ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი დიმიტრი, ან ჭყონდიდის ეპარქიის მიტროპოლიტი პეტრე

პატრიარქის მკვლელობის მცდელობაში ეჭვმიტანილი დეკანოზი გიორგი მამალაძე სასამართლომ დამნაშავედ ცნო და მას შორენა თეთრუაშვილის განზრახ მკვლელობის მომზადებისა და იარაღის უკანონო შენახვატარებისთვის ცხრაწლიანი პატიმრობა მიუსაჯა. თავდაპირველად გიორგი მამალაძეს ბრალდება წარდგენილი ჰქონდა სისხლის სამართლის კოდექსის 18,109- მუხლით (განზრახ მკვლელობის მომზადება ანგარებით) და 236- მუხლის მეორე ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა). თბილისის საქალაქო სასამართლომ გადააკვალიფიცირა გიორგი მამალაძისთვის წარდგენილი ბრალდება და იგი დამნაშავედ ცნო განზრახ მკვლელობის მომზადებაში, სსკის 18,108- მუხლით

დეკანოზი გიორგი მამალაძე 2017 წლის 10 თებერვალს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს. ინფორმაცია ამის თაობაზე პროკურატურამ 13 თებერვალს გაავრცელა. მას პატრიარქის მდივან-რეფერენტ შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადება ედება ბრალად. შორენა თეთრუაშვილი, ილია მეორესთან ერთად, აღნიშნულ პერიოდში ბერლინში იმყოფებოდა, სადაც პატრიარქი მკურნალობდა.

დამნაშავე დასჯილია და თითქოს კითხვის ნიშნებიც არარ არსებობს, მაგრამ საზოგადოებისთვის საეჭვო რჩება ის გარემოება, რომ მთელ ამ სკანდალურ და ხმაურიან საქმეში მხოლოდ ერთი დეკანოზია დამნაშავე და დასჯილი, რომ მხოლოდ ერთმა კაცმა დაგეგმა დანაშაული და შესრულებაც გადაწყვიტა… ვინ არის რეალურად პატრიარქისა და საპატრიარქოს წინააღმდეგი? ამ საკითხზე ადამიანის უფლებათა დამცველი ნიკოლოზ მჟავანაძე გვესაუბრება.

_ დეკანოზ გიორგი მამალაძეს 9 წლით აღუკვეთეს თავისუფლება, თუმცა საქმე კვლავ ძიებაშიანუთუ მარტო მოქმედებდა დეკანოზი?

_ ხელისუფლებაში სააკაშვილის გუნდი რომ იყოს, მამალაძეს წამებით აღიარებინებდნენ ყველაფერს, მაგრამ ის რეჟიმი აღარ არის და დეკანოზიც მალავს მთავარ ინფორმაციას, როგორც ჩანს, ჰპირდებიან, რომ ციხიდან გამოიყვანენ, პრეზიდენტი შეიწყალებს ან რამე მსგავსი მოხდება. ფაქტია, მკვლელობის დამკვეთები გარეთ არიან… გიორგი მამალაძე, ალბათ, მალე მიხვდება, რომ მოატყუეს და ალაპარაკდება, იტყვის, რა და როგორ იყო. გამოძიებამაც უნდა დააჩქაროს პროცესი. მათი ვალია, დროულად გამოააშკარავონ დამკვეთები.

როდესაც ეს ამბავი მოხდა, მაშინვე ვამბობდი, რომ ნაციონალების კვალი და ხელწერა იკვეთებოდა. პატრიარქის წინააღმდეგ რაც ხდება, ყველაფერი სააკაშვილის დაკვეთაა. გახსოვთ, ალბათ, როდესაც ის ხელისუფლებაში მოვიდა, საჩუქრად გადასცა ეკლესიას “პრადოები” და ჯიპები… ამით სურდა, ჯიბეში ჩაესვა ეკლესია, მაგრამ ასე არ მოხდა. მეტიც, 2012 წელს საპატრიარქომ მხარი არ დაუჭირა სააკაშვილს, რაც მან და მისმა მხარდამჭერებმა არ აპატიეს პატრიარქს. თუ ჩემი არ გჯერათ, გადახედეთ, ვინ უჭერს მხარს დეკანოზ მამალაძეს _ “რუსთავი 2”, “ნაცმოძრაობადა მისი განშტოებები, მყრალი დედაკაცი ელისო კილაძე, ვითომ ექსპერტები და .. მათ სურთ, წამებულის მანტია მოარგონ მამალაძეს და უტევენ ეკლესიას.

გიორგი მამალაძის ადვოკატები არიან მეუფე დიმიტრისა და სოსო ოხანაშვილის ადვოკატები, რომლებიც ცდილობენ, ბრალდებულმა სიმართლე არ ილაპარაკოს, რადგან, თუ ის ხმას ამოიღებს, საპროცესო შეთანხმებით გათავისუფლდება. გამოძიება გრძელდება, მაგრამ აქამდე ვერ დაადგინეს ბევრი რამ და ამიტომ დამნაშავე არ უნდა მისცენ პასუხისგებაში? მამალაძეს კონკრეტული დანაშაულისთვის გამოუტანეს 9-წლიანი სასჯელი, მაგრამ გამოძიება სხვა მიმართულებითაც მიმდინარეობს. რაც ხელთ ჰქონდათ, იმ ფაქტებით დააპატიმრეს მამალაძე. ასე რომ არ ყოფილიყო და ვიღაცები ვერსიების საფუძველზე დაეჭირათ, წარმოიდგინეთ, რა მოხდებოდა. მამალაძის დაჭერაზე რა ამბავი ატეხეს და რას იზამდნენ, ეპისკოპოსები რომ დაეპატიმრებინათ?!

ამ ხელისუფლებას ისედაც აკლია გაბედულება, მაგრამ რომც ჰქონოდა, მეუფე დიმიტრის მაინც ვერ დაიჭერდნენ უხმაუროდ. ყველამ იცის, რომ ის ერთ-ერთი დამნაშავეა, თავის რაიონში ჩასვლაც აუკრძალეს, ხევში არ უშვებენ, მაგრამ სამხილების გარეშე ხელს ვერ დაადებ. ყველამ ვიცით, რომ ზურაბ ჟვანია სააკაშვილმა მოკლა, მაგრამ ხომ ვერ დადეს მტკიცებულება? ასე რომ, მტკიცებულებები აუცილებელია, განსაკუთრებით მაშინ, როცა საკითხი საპატრიარქოს ეხება, თუმცა დუმილს ყოველთვის ვერ შეძლებენ და საქმე გაიხსნება.

_ რა იყო მიზანი, რა სურდათ, თუკი პატრიარქის სიცოცხლის ხელყოფას მოახერხებდნენ?

_ ზემოჩამოთვლილი ადამიანების მიზანი იყო, ტახტზე აეყვანათ ან ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი დიმიტრი, ან ჭყონდიდის ეპარქიის მიტროპოლიტი პეტრე. ლიბერალები ორივე მიტროპოლიტისგან ელოდებიან, რომ ტახტზე ასვლის შემთხვევაში, სააკაშვილს უკან დააბრუნებენ, რადგან არსებული ხელისუფლება ცუდია. ეს ასე იგეგმებოდა, მაგრამ პატრიარქი გადარჩა და ახლა ცდილობენ, გული გაუხეთქონ მას, თუმცა, როგორც ჩანს, ის ძლიერი ადამიანია, რადგან იმ სიბინძურეს, რომელიც ეკლესიისა და საპატრიარქოს წინააღმდეგ აგორდა, ძნელად თუ გადაიტანდა კაცი.

იმთავითვე ყველამ იცოდა, რომ უწმინდესის დაცვის უფროსი სოსო ოხანაშვილი ნაცების ჩანერგილი იყო. ის ამ ადგილას ბაჩო ახალაიას თანაშემწის თანამდებობიდან გადაიყვანეს, რასაც ახლა თავდაცვის სამინისტროც ადასტურებს. სოსო ოხანაშვილი 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევის აქტიური მონაწილე იყო და ეს ყველამ იცოდა.

ეკლესიასთან ახლოს ვარ და ვიცი, როგორ იზოლაციაში ჰყავდა მოქცეული ოხანაშვილს პატრიარქი _ ოპოზიციის ლიდერები ვერ ახერხებდნენ კომუნიკაციას ილია მეორესთან. არსებობს უამრავი ვერსია იმისა, როგორ ცდილობდნენ დროდადრო უწმინდესის მკვლელობას. იყო შემთხვევები, როდესაც ის ცუდად გახდა, სასწრაფო დახმარების მანქანა არ გამოიძახეს. მოკლედ, ყველანაირად ცდილობდნენ, პატრიარქი მოეკლათ. ამის დასტური იყო ისიც, რაც თვითონ ოხანაშვილმა განაცხადა, რომ სურდათ, სამედიცინო პუნქტი გაეკეთებინათ. საინტერესოა, რისთვის სჭირდებოდათ სამედიცინო პუნქტი, რა, პატრიარქი უღრან ტყეში ან უდაბნოში ცხოვრობდა?! ბევრი ინფორმაცია მაქვს, მაგრამ ფაქტებით არ არის გაჯერებული და ამიტომ ვერ ვლაპარაკობ. ის ადამიანები, რომლებმაც ყველაფერი იციან, ალბათ, მალე ალაპარაკდებიან.

_ რატომ იყვნენ ასეთი გავეშებულები? პატრიარქმა ანდერძი დაწერა და იცოდნენ, ვინ იქნებოდა მისი თანამესაყდრე?

_ პატრიარქი სიკვდილს არ აპირებდა, ამიტომ ანდერძს არ დაწერდა, მაგრამ, ალბათ, ტახტის მსურველებმა იციან, რომ თანამესაყდრეები ვერ იქნებიან. არადა, ცდუნება დიდია. მეუფე დიმიტრისაც უნდა პატრიარქის ტახტი და პეტრესაც.

ის, რომ ოხანაშვილი დიმიტრის სიძეა, ხოლო გიორგი მამალაძე _ მისი კადრი, ეჭვის საბაბს იძლევა, რომ დიმიტრიმ იცოდა მათი განზრახვის თაობაზე.

ოხანაშვილი მხოლოდ იმიტომ არის ჩამოსათრევი და ყურებით დასაკიდებელი, პატრიარქზე რომ თქვა: ტერორისტებს მფარველობდაო. იცით, ვის გულისხმობდა? _ ლაზებს, რომლებიც საქართველოს იცავენ. ნაძირალაა ოხანაშვილი და ახლა ყველაფერს იკადრებს, რადგან იცის, ეს ამბავი არ შერჩება და დაიჭერენ. თავს იცავს პატრიარქის დისკრედიტაციის ხარჯზე, მაგრამ არაფერი გამოუვა. ის ამ საქციელით აღიარებს და ადასტურებს, რომ მართლაც ჩანერგილი იყო ეკლესიაში და არა მხოლოდ ეგ. მაქვს ინფორმაცია, რომ ოხანაშვილინაირი კიდევ უამრავი პირია ჩანერგილი, მათ შორის, სასულიერო პირები. 40 ეპისკოპოსიდან ბევრი გამყიდველია. მათგან ზოგი ჩუმად არის და მხოლოდ დიმიტრი აქტიურობს, მხოლოდ ის იბრძვის ღიად, რათა საპატრიარქო “ნაცმოძაობის” სააგიტაციო შტაბად გადაიქცეს.

ბევრი ამბობს, პოლიტიკა ეკლესიაშიც შევიდა და იქ დაპირისპირებააო, მაგრამ ასე არ არის. უბრალოდ, იქ ფაშისტმა ნაციონალებმა ადამიანები ჩანერგეს. მათ სურდათ, მოესპოთ ჩვენთვის ყველაზე წმინდა რამ _ სარწმუნოება.

_ ბევრს ხომ არ ვსაუბრობთ ნაციონალებზე? ისინი ხელისუფლებაში აღარ არიან. არ ფიქრობთ, რომ შესაძლოა, ამ ხელისუფლებაშიც ვიღაცას აღიზიანებდეს პატრიარქის რეიტინგი? საზოგადოებას ახსოვს ჭაბუა ამირეჯიბის ორმოცზე სუფრასთან ბიძინა ივანიშვილმა ილია მეორეზე თქვა: ისიც ჩვეულებრივი მოკვდავიაოარც ივანიშვილს მოსწონს, როდესაც ვინმე მასზე წინ დგას

_ ამ ხელისუფლებაში ყინწვისის ანგელოზები რომ არ არიან, ბევრჯერ გვილაპარაკია. ბევრია სოროსის კადრი და მოღალატე, მაგრამ მეეჭვება, ივანიშვილს ილია მეორის წინააღმდეგ მოქმედების სურვილი ჰქონდეს.

ვითომ თეოლოგები ათას სულელურ ჭორს ავრცელებენ. მაგალითად, ამას წინათ თქვეს, ილია მეორემ ივანიშვილს სთხოვა მიშა დავაბრუნოთო…

ნაცების მიზანია ერთი და იმავე სქესის მქონე პირებს შორის ქორწინების დაკანონება და პროსტიტუციის ლეგალიზება. ამას ეკლესია მხარს არ დაუჭერს და, თუ შეძლებენ ამ ინსტიტუტის დაკნინებას, მაშინ ყველასთვის სულერთი იქნება, ეკლესია რაიმეს მხარს დაუჭერს თუ არა. აი ამისთვის სჭირდებათ დიმიტრისა და პეტრეს, ოხანაშვილთან ერთად, პატრიარქისა და საპატრიარქოსთვის ჩირქის მოცხება.

_ კენჭისყრისას ერთხელ ჩავარდნილი ანტიდისკრიმინაციული კანონი საქართველოს პარლამენტმა ივანიშვილის ბრძანებით დაამტკიცა. ამ კანონის მიღების წინააღმდეგი იყო ეკლესია

_ ეს ხელისუფლება იძულებულია, კოჭი გაუგოროს გარკვეულ ძალებს. ხედავთ, ალბათ, რა ხდება უკრაინაში. წინააღმდეგობას გაუწევ და იზოლაციაში მოხვდები, მერე კი სულ გაგაქრობენ… ვერ ხედავთ, ამერიკის პრეზიდენტი სულ სხვა ლოზუნგებით მოვიდა და სხვა რაღაცას აკეთებს. რომელ ივანიშვილზე და რომელ მთავრობაზე მელაპარაკებით?!

ერთხელ პატრიარქმა თქვა: გლობალიზმი წარმოიდგინეთ, როგორც დიდი ლოდი, რომელიც დაეშვა მთიდან და, თუ ლავირება ვერ მოასწარი, ყველა ვარიანტში დაგეჯახება. უნდა მოვიქცეთ ისე, რომ არ გავეჯახოს და არ მოვყვეთ ქვეშ!

ესაუბრა ეკა ნასყიდაშვილი

2 COMMENTS

  1. ვინც ღმერთის წინააღმდეგ მიდის, ის ადამიანების წინააღმდეგ მიდის. ყველას მიეზღვევა, ქართველ სოროსსაც, ქართველ ბზეჟინსკისაც და უღმერთოებსაც.

  2. ეკლესია მხარს დაუჭერს ერთსქესიანთა ქორწინებასო-ბრძანებს ნიკა მჟავანაძე. და ვინ მიიყვანა აქამდე ქვეყანა? ეს თემა რომ წამოიჭრა, საერთოდ, ვისი ბრალია? ანტიდისკრიმინაციულ კანონზე ერი ფეხზე დადგა ბევრ მოძღვართან ერთად და ისევ, საპატრიარქომ ჩააწყვეტინა ხალხს ხმა.
    გასაწმენდია ეკლესია, და ნურავის გამოყვანთ გმირად.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here