Home ახალი ამბები მსოფლიო აშშ-ში თეთრკანიანმა ნაციონალისტებმა მარში მოაწყვეს

აშშ-ში თეთრკანიანმა ნაციონალისტებმა მარში მოაწყვეს

ნაციონალისტების მარში

11 აგვისტოს ვირჯინიის შტატის (აშშ) ქალაქ შარლოტსვილში ადგილობრივი უნივერსიტეტის ტერიტორიზე ასობით თეთრკანიანმა ნაციონალისტმა მარში მოაწყო. ნაციონალისტებმა აშშის სამოქალაქო ომში კონფედერატების ლეგენდარული გენერლის, რობერტ ედუარდ ლის, ქანდაკების აღების გეგმა გააპროტესტეს.

ასობით ნაციონალისტისგან შემდგარ ჩირაღდნებიან მსვლელობას ახალი მემარჯვენე მოძრაობა alt-right-ის ერთ-ერთი ლიდერი, ჯეისონ კესლერი, ხელმძღვანელობდა.

აქციის მონაწილეები ყვიროდნენ ლოზუნგებს: “ებრაელები ჩვენ ვერ ჩაგვანაცვლებენ” და “თეთრების სიცოცხლესაც აქვს ფასი”. უნივერსიტეტის ტერიტორიაზე ნაციონალისტებსა და ანტიფაშისტების მცირე ჯგუფს შორის შეტაკებაც მოხდა, შედეგად დაიღუპა ერთი ადამიანი, რამდენიმე _ დაშავდა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here