Home ახალი ამბები მსოფლიო ვის სურს მესამე მსოფლიო ომი, რომელსაც მხოლოდ ტარაკნები გადაურჩებიან

ვის სურს მესამე მსოფლიო ომი, რომელსაც მხოლოდ ტარაკნები გადაურჩებიან

ომი

ამ წერილის ავტორი, იურისტი რაჰულ მანჩანდა ნიუიორკელი ანალიტიკოსია საერთაშორისო ურთიერთობის საკითხებში. ჟურნალ Newsweekის ვერსიით, ის აშშში 2012-2013 წლების ერთერთ საუკეთესო ადვოკატად დაასახელეს.

სანამ “სიღრმისეული სახელმწიფოს” ოლიგარქებს თავიანთი ასობით მილიონი დოლარის წყალობით საშუალება ექნებათ, გამოიყენონ უმაღლესი სასამართლოს გადაწყვეტილება ამერიკის კონგრესის სრული შემადგენლობის მოსასყიდად და ამერიკელი ამომრჩევლების აზრის არად ჩასაგდებად, პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ამერიკელი ამომრჩევლებისთვის სასიკეთოს ვერაფერს გააკეთებს.

ჭეშმარიტად, უკვე დროა, ბრალი დავდოთ პარტიებსა და პოლიტიკურ ფიგურებს, რომლებიც განუხრელად უბიძგებენ მსოფლიოს ბირთვული კატასტროფის ძაბრში ჩავარდნისკენ. მუდმივი პროვოკაციების მოწყობით მათ ძალიან ღრმად შეტოპეს. შეუძლებელია, კვლავ შევურიგდეთ ისეთ მდგომარეობას, როცა ეს ნიღაბაფარებული, მშიშარა და გაქნილი ადამიანები, ანონიმურობას ამოფარებულები, მშვიდად და უსაფრთხოდ გრძნობენ თავს. ეს არამზადები, რომლებიც ჩვენს სამყაროს მესამე მსოფლიო ომის ქარცეცხლში სასიკვდილოდ იავარსაქმნელად იმეტებენ, მხილებული უნდა იქნან, მათი სახელები უნდა გამჟღავნდეს, თანაც, დაუყოვნებლივ.

ისინი ნებას აძლევენ აშშ-ის კონგრესს, დაიკისროს პასუხისმგებლობა ისეთ საზიზღარ პაროდიებზე, როგორიც არის ახალი სანქციების დაწესება რუსეთის, ირანის, ჩრდილოეთ კორეისა და სხვა ქვეყნების წინააღმდეგ. მათი ერთადერთი მიზანი კონფლიქტების პროვოცირებაა.

სწორედ ამ ადამიანებმა მოაწყვეს პროვოკაციები უკრაინაში, სირიაში, ლიბიაში, იემენში, ერაყში, აფრიკაში, ევრაზიასა და ევროპაში, რომელთა გამო დაიღუპა ან ლტოლვილად იქცა ათობით მილიონი ადამიანი.

ევროკავშირიც კი აღდგა ბოლო ამერიკული ცალმხრივი სანქციების წინააღმდეგ. შეერთებული შტატები ჯერ უნდა მოთათბირებოდა ევროკავშირის ქვეყნებს და მათი თანხმობის მიღების შემდეგ დაესახა გლობალური ხასიათის ღონისძიებანი, რომლებიც დაანგრევდა ევროპის ეკონომიკას.

ეს ახალი სანქციები ემუქრება გერმანიის ინდუსტრიის განვითარებას გერმანულ-რუსული მილსადენის _ “ჩრდილოეთის ნაკადი-2”-ის _ პროექტის რეალიზაციას, აგრეთვე, თურქეთის გეგმებს, რომლებიც ევროპისთვის ბუნებრივი აირისა და ნავთობის მიწოდებას ითვალისწინებს, მაგრამ შეერთებული შტატების მთავრობამ გადაწყვიტა, დაეზარალებინა არა მხოლოდ მტრები, არამედ “მეგობრებიც”.

იდეის _ “ამერიკა, უწინარეს ყოვლისა” _ მიმდევრებმა უნდა გაიგონ და აღიარონ, რომ გლობალიზმისა და საერთაშორისო თანამშრომლობის გარკვეული ნაწილი აუცილებელია მათივე ეროვნული უსაფრთხოებისთვის. ამერიკა კი ისე იქცევა, როგორც განებივრებული, უზნეო ბავშვი სათამაშო მოედანზე, რომლის ხვედრი ამ ლოკალურ სივრცეში გატეხილ-გასივებული ცხვირია, სხვა ბავშვების მოთმინების ფიალის ავსების გარდაუვალი შედეგი.

ერთადერთი პრობლემა არის ის, რომ “ცხვირიდან სისხლდენა” თერმობირთვული მესამე მსოფლიო ომის წინაპირობა შეიძლება აღმოჩნდეს, კაცობრიობის ისტორიაში უკანასკნელი ომის.

ბევრმა გონებადამჯდარმა დამკვირვებელმა და ანალიტიკოსმა ყურადღება მიაქცია უშუალო კავშირს, რომელიც იკვეთება ახალ სანქციებსა და გავლენიან ენერგეტიკულ სექტორსა და სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის მასშტაბურ ლობირებას შორის.

აქვე ჩნდება შეკითხვა: გაურიგდნენ თუ არა ისინი ერთმანეთს? რა თანხა გადაუხადეს აშშის კონგრესის წევრებს იმისთვის, რომ მათ მხარი დაეჭირათ კანონისთვის, რომელსაც, თითქმის ეჭვგარეშეა, კაცობრიობის განადგურებისკენ მივყავართ?

იმ დროს, როცა შეერთებული შტატების კონგრესის წევრები კისრულობენ დიდწილ, ეგებ, სრულ პასუხისმგებლობასაც კი მსოფლიოზე ზემოქმედების მოსახდენად, სუვერენული მთავრობების დასამხობად, რაც იწვევს მილიონობით უდანაშაულო ადამიანის დაღუპვას, მსოფლიოში სისხლიანი ქაოსის გავრცელებას, ადამიანების მასობრივ გადაადგილებასა და ლტოლვილების კრიზისს, ასიათასობით ბავშვის გაქრობას და სხვა კატასტროფულ შედეგებს, “თოჯინებით მოთამაშე ოლიგარქებიკულისებს მიღმა, შეერთებულ შტატებსა და მთელ მსოფლიოში, ჩვეული საქმიანობით არიან დაკავებულები: ოჯახებთან ერთად დროს ატარებენ, მართავენ თავიანთ ელიტურ ავტომანქანებს, შვილებს საუკეთესო კერძო სკოლებსა და პრესტიჟულ უნივერსიტეტებში ასწავლიან, ცურავენ არალიკვიდური აქტივების განუსაზღვრელ ოდენობაში, დგანან კანონზე მაღლა. მათ იცავს სრული იმუნიტეტი ხალხის, ოჯახების, შვილების, ქალაქებისა და მსოფლიოს ცივილიზაციების წინაშე, რომლებიც სოციოპათიური თავდავიწყებით ატაცებულ ადამიანებს განადგურებისა და დაღუპვისკენ მიჰყავთ.

პოლიტიკოსები, როგორც წესი, მეძავებზე უკეთესები არ არიან, თანაც შეერთებულ შტატებში უფრო, ვიდრე სადმე სხვაგან, იმიტომ, რომ ლობირება აქ აღიარებული პრაქტიკაა და გამართლებულია კონსტიტუციით. აშშის უმაღლესი სასამართლოს მიერ მიღებულმა გადაწყვეტილებებმა, ისეთებმა, როგორიც იყოგაერთიანებული მოქალაქენი ფედერალური საარჩევნო კომისიის წინააღმდეგსაშუალება მისცა ტრანსნაციონალურ კორპორაციებსა და საერთაშორისო ბანკებს, ფინანსური თვალსაზრისით იოლად ამაღლებულიყვნენ რიგით ამერიკელ მოქალაქეებზე, საფინანსო სტრუქტურები გაერთიანდნენ თავიანთი ლობისტური მიზნების მისაღწევად და არა მოქალაქეთა ინტერესების დასაცავად.

ამ სასამართლო გადაწყვეტილების შემდეგ ამერიკელები აღმოჩნდნენ უძლურები, დაკარგეს ლიდერები, ხოლო მათი 300 მილიონი ხმა გაუფასურდა და ერთი ხელის მოსმით გაქრა.

თუმცა იყვნენ ისეთებიც, ვინც არ დაეთანხმა ამ გადაწყვეტილებას _ მოსამართლეები: გინზბურგი, ბრეიერი და სოტომაიერი, რომლებმაც განაცხადეს, რომ უმაღლესი სასამართლოს ეს გადაწყვეტილება “მთელი ქვეყნის საარჩევნო დაწესებულებების ავტორიტეტს დაკნინებით ემუქრება… ის გზა, რომელიც მიზნის მისაღწევად არის არჩეული, დააზიანებს ამ დემოკრატიულ ინსტიტუტს”.

მოსამართლე სტივენსმა თავისი განსაკუთრებული აზრი შემდეგნაირად ჩამოაყალიბა: “არსებითად, სასამართლოს განაჩენი არის უარის თქმა ამერიკელი ხალხის ჯანსაღ აზრზე, რომელიც იმთავითვე იცავდა თვითმმართველობის საფუძვლებს კორპორაციების შემოტევისგან, და რომელიც ჯერ კიდევ თეოდორ რუზველტის დროიდან ებრძოდა კორპორაციულ-ამორჩევითი მოღვაწეობის პოტენციალს. ფრიად უცნაური იქნება, თუ დღეს უარს ვეტყვით ამ ჯანსაღ აზრს. მაშინ, როცა დემოკრატია შეერთებულ შტატებში არასრულყოფილია, მხოლოდ ზოგიერთი, და არა უმრავლესობა ამ სასამართლოში, მიიჩნევს, რომ მისი ნაკლოვანებების ჩამონათვალში პოლიტიკაში კორპორაციული ფულის დეფიციტი შედის”.

სავსებით აშკარაა, რომ ამერიკელი ხალხის უმრავლესობამ მხარი დაუჭირა დონალდ ტრამპს და ხმა მისცა მის არჩევას აშშ-ის პრეზიდენტის თანამდებობაზე, მაგრამ ამას არავითარი მნიშვნელობა არ აქვს. როგორც ვხედავთ, მეგაკორპორაციებსა და ტრანსეროვნულ ბანკებს იოლად შეუძლიათ, მოქრთამონ ამერიკის კონგრესის ასეული წევრიდან თითოეული გამყიდველი ადამიანი, რათა კანონპროექტში ჩაიწეროს დებულება, რომელიც უკრძალავს აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტს ამ დოკუმენტზე ვეტოს დადებას. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მათ შეუძლიათ, ამერიკელ ხალხს “კოლექტიურ ხახაში” ჩაუტენონ ნებისმიერი ანტიამერიკული საკანონმდებლო აქტები, რომლებიც პროვოცირებს მესამე მსოფლიო ომს, გასწირონ იგი სასიკვდილოდ, გასანადგურებლად ტოტალურ ბირთვულ ომში.

ეს ყველაფერი კი ხდება იმ დროს, როცა ოლიგარქები უკვე ფლობენ მრავალმილიარდიან სახლებსა და მიწისქვეშა ბუნკერებს, რომლებიც მთელ მსოფლიოშია მიმოფანტული და რომლებსაც თავს შეაფარებენ ბირთვული ომის პირველი ნიშნების გამოჩენისთანავე.

მეცნიერები ამტკიცებენ, რომ ბირთვულ ჰოლოკოსტს მხოლოდ ტარაკნები გადაურჩებიან. როგორც ჩანს, ენერგეტიკული სექტორის, სამხედროსამრეწველო კომპლექსისა და საერთაშორისო საბანკო ლობის ოლიგარქებს, რომლებიც შეერთებული შტატების უმაღლესი სასამართლოს გადაწყვეტილებას გამოიყენებენ ამერიკელი ხალხის (ასევე, ევროკავშირის, რუსეთის, ევრაზიის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის ხალხების) ნების გვერდის ავლით, გაცილებით მეტი აქვთ საერთო ტარაკნებთან, ვიდრე წარმოგვიდგენია.

ამ ოლიგარქებს ყოველთვის შეუძლიათ, იყიდონ კონგრესმენების ხმები, როგორც კი პრეზიდენტი ტრამპი შეეცდება, შეასრულოს ამერიკელი ხალხისთვის მისი დანაპირებიდან ის, რაც ოლიგარქებს არ მოეწონებათ.

ეს სტატია საგანგაშო მოწოდებაა მსოფლიოს ადამიანებისთვის, რათა ერთხელ და სამუდამოდ გამოავლინონ და დაადგინონ მშიშარა სოციოპათი ოლიგარქები, რადგან სწორედ ისინი არიან კაცობრიობის ჭეშმარიტი მტრები.

რაჰულ მანჩანდა,

ანალიტიკოსი, აშშ

dal.by

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here