“რუსეთის წინააღმდეგ აშშ–ის ახალი სანქციები საერთაშორისო სამართლის ნორმებს არღვევს, ამიტომ ევროკომისიამ საპასუხო ზომები უნდა შეიმუშაოს”, _ განაცხადა გერმანიის ეკონომიკისა და ენერგეტიკის მინისტრმა ბრიჯიტ ციპრისმა.
ციპრისმა, აგრეთვე, აღნიშნა, რომ გერმანიას არ სურს სავაჭრო ომი, მაგრამ ამ ეტაპზე ძალიან მნიშვნელოვანია, ევროკომისიამ საპასუხო ზომებზე იმსჯელოს.
“ჩვენ მიგვაჩნია, რომ აშშ-ის ახალი სანქციები საერთაშორისო სამართლის დარღვევაა”, _ განაცხადა მინისტრმა.