Home ახალი ამბები მსოფლიო ტრამპმა გამოცემა “ვაშინგტონ პოსტი” დეზინფორმაციის გავრცელებაში დაადანაშაულა

ტრამპმა გამოცემა “ვაშინგტონ პოსტი” დეზინფორმაციის გავრცელებაში დაადანაშაულა

ტრამპი

აშშის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გამოცემავაშინგტონ პოსტსდეზინფორმაციის გავრცელებაში დასდო ბრალი. ამის შესახებ ტრამპმა სოციალურ ქსელში დაწერა.

გამოცემა “ვაშინგტონ პოსტი” 19 ივლისს წერდა, რომ დონალდ ტრამპმა სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის წინააღმდეგ მებრძოლი მეამბოხეებისთვის ფინანსური დახმარება შეაჩერა. გამოცემის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ტრამპი მიკრობლოგ “ტვიტერზე” გამოეხმაურა და განაცხადა, რომ “ვაშინგტონ პოსტმა” ფაქტები გააყალბა.

აშშ-ის პრეზიდენტმა არაერთხელ განაცხადა, რომ მის შესახებ “ვაშინგტონ პოსტის” მიერ გავრცელებული “უამრავი ისტორია” დეზინფორმაციაა. დონალდ ტრამპი ამერიკულ პრესას ხშირად აკრიტიკებს. თებერვლის შუა რიცხვებში მან განაცხადა, რომ გამოცემა “ნიუ იორკ თაიმსი”, აგრეთვე” სატელევიზიო არხები: ABC, CBS, CNN ხალხის მტრები არიან, რადგან ისინი ყალბ ინფორმაციას ავრცელებენ.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here