Home სხვადასხვა დაიჯესტი Rzeszpospolita: უკრაინა უკაცრიელი უდაბნო შეიძლება გახდეს

Rzeszpospolita: უკრაინა უკაცრიელი უდაბნო შეიძლება გახდეს

უკრაინის დროშა

ასეთი შედეგი შეიძლება გამოიწვიოს მიგრაციამ და დეპოპულაციამ, _ იუწყება პოლონური გამოცემა.

გაეროს ბოლოდროინდელი პროგნოზით, ქვეყანაში შეიძლება განვითარდეს დემოგრაფიული კრიზისი და პარალელურად _ ეკონომიკური დეპრესია, რომელიც წარმოქმნის გეოპოლიტიკურ ხვრელს _ განაცხადა პოლონეთის თავდაცვის მრეწველობის კომპანიის მრჩეველმა ანჯეი ტალაგუმ.

“უკრაინას როცა ვეკამათებით, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ საქმე გვაქვს არა სრულფასოვან პარტნიორთან, არამედ სარეცელს მიჯაჭვულ ავადმყოფთან. გაერომ იგი პოლონეთთან ერთად განათავსა იმ ქვეყნების ჯგუფში, რომლებსაც სხვებზე მეტად ემუქრება დეპოპულაცია”, _ განაცხადა ავტორმა. მან, აგრეთვე, აღნიშნა, რომ 2017 წელს პოლონეთში იმყოფება 1,2 მილიონი უკრაინელი, რომლებიც სამუშაოს საძებნელად ჩავიდა იქ და მათი მნიშვნელოვანი ნაწილი შეიძლება საცხოვრებლად დარჩეს კიდეც ამ ქვეყანაში. ვიზალიბერალიზაციის შედეგად მიგრაცია მნიშვნელოვნად იმატებს და უკრაინის დეპოპულაციის ალბათობა რეალური გახდება. ავტორი აღნიშნავს, რომ უკრაინელებს სამშობლოს დატოვების მრავალი მიზეზი აქვთ, მათ შორისაა დაბალი ანაზღაურება და მოსახლეობის მწირი შემოსავალი.

“უკრაინელის შემოსავალი ჩრდილოეთ აფრიკის მცხოვრებთა შემოსავალზე ნაკლებია. დაკნინების მასშტაბი იმდენად დიდია, რომ აუცილებელი ხდება რადიკალური საერთაშორისო პროგრამის განხორციელება მდგომარეობის გამოსასწორებლად, მაგრამ მსგავსი არაფერი ხდება”, _ ასკვნის ანჯეი ტალაგუ.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here