ლონდონის მეტროში მგზავრებს აღარ მიმართავენ: “ბატონებო და ქალბატონებო!”
ეს ინფორმაცია გაავრცელა BBC News–მა.
“ჩვენ შევცვალეთ სიტყვები, რომლებსაც ვიყენებდით განცხადებებისა და სხვა მიმართვების დროს, რათა ისინი ყველაფრის მომცველი გახდეს და წარმოაჩინოს ლონდონის მრავალფეროვნება”, _ განაცხადა საქალაქო ტრანსპორტის მგზავრებთან მუშაობის დეპარტამენტის სტრატეგიულმა დირექტორმა მარკ ევერსმა.
ამ სიახლეს მიესალმა ლგბტ-ის ორგანიზაცია Stonewall-ი. “ლესბოსელებისთვის, გეებისთვის, ბისექსუალებისა და ტრანსგენდერებისთვის ენას დიდი მნიშვნელობა აქვს. მისი სწორი გამოყენება დაეხმარება თითოეულს, იგრძნოს, რომ მასზეც იფიქრეს”, _ განაცხადეს იმ ორგანიზაციაში, მაგრამ არ დაუზუსტებიათ, კერძოდ, ენის რომელ სფეროში გამოყენებას გულისხმობდნენ _ ადამიანებს შორის ვერბალური თუ სექსუალური ურთიერთობის დროს.
2016 წლის 16 აგვისტოს არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის ადამიანებმა ლონდონის სუპერმარკეტ Saintsbury’s-ში გამართეს “გეიკოცნის დღე” შეურაცხყოფილი წყვილისადმი სოლიდარობის ნიშნად. ამ “შეურაცხყოფილ” წყვილს, თომას რიზასა და მის ბოიფრენდ ჯოშუა ბრედველს, სუპერმარკეტის ერთ-ერთმა მცველმა უსაყვედურა გარყვნილების საჯაროდ წარმოდგენის გამო. “რასაც თქვენ აკეთებთ, დაუშვებელია, _ უთქვამს მას, _ ან ახლავე უნდა შეწყვიტოთ, ან დაუყოვნებლივ უნდა დატოვოთ მაღაზია”.
აბა, ამას მოითმენდა პედარასტების ნაზი ბუნება?! და გამართეს მამათმავლების მასობრივი ინტერნეტფლეშმობი სახელწოდებით “დიდი გეიკოცნა”.
შორნდორფში მიგრანტებმა მასობრივი არეულობა მოაწყვეს
ვერ მოასწრო გერმანიამ გონს მოსვლა ანტიგლობალისტების მიერ ჰამბურგში G20-ის სამიტის დროს მოწყობილი “პოგრომებისგან”, რომ გავრცელდა ცნობა შორნდორფში (ბადენ–ვიურტემბერგის ფედერალური მიწა) მასობრივი არეულობის შესახებ.
ამ 40-ათასიან ქალაქში სახალხო ზეიმი გაიმართა ბაზრობითა და საკონცერტო პროგრამით. ღამით კი ექსცესებმა იფეთქა: ათასამდე ახალგაზრდამ მოაწყო დებოში და ზეიმის დამცველ პოლიციელებსაც კი შეუტია, ოფიცრებს ცარიელ ბოთლებს ესროდნენ. მინიმუმ ორი ქალი “სექსდანაშაულის” მსხვერპლი გახდა. გერმანელი ქალების მიმართ “აკრძალულ ხელის შეხებაში” ეჭვმიტანილები არიან ერაყელები და ავღანელი სამი ახალგაზრდა.
ვინ მოაწყო არეულობა? როგორც გამოცემა Mitteldeutsche Zietung იტყობინება, პოლიციამ ორი დღის შემდეგ განაცხადა, რომ საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის ორგანიზატორები იყვნენ უმეტესად “მიგრაციული წარსულის” მქონე პირები.
მოგვიანებით კი სხვა მსხვილმა გამოცემებმა მოვლენის სხვა ვერსია გაავრცელეს. “(არეულობას) ესწრებოდა ლტოლვილების გარკვეული რაოდენობა, მაგრამ ისინი უმრავლესობას არ წარმოადგენდნენ”, _ განაცხადეს პირველი გერმანული ტელეარხის საინფორმაციო პროგრამაში. ქალაქში შეყვანილია პოლიციის გაძლიერებული რაზმები და დაწყებულია გამოძიება. გამორიცხული არ არის, რომ დაზარალებულთა რაოდენობა და ინციდენტის მასშტაბი გაცილებით დიდი აღმოჩნდეს.
პლანეტა სოდომი
მალტის პარლამენტმა კენჭი უყარა ერთნაირსქესიანთა სრულ ლეგალიზაციას. შესაბამის კანონპროექტს მხარი დაუჭირა 66-მა დეპუტატმა, წინააღმდეგი მხოლოდ ერთი იყო, _ იუწყება ტელეკომპანია TVM.
“ეს არის ისტორიული ხმის მიცემა, _ თქვა პრემიერმინისტრმა ჯოზეფ მასკატმა, _ კენჭისყრამ გვიჩვენა, რომ ჩვენი დემოკრატიული წყობილება და საზოგადოება იზრდება. ეს არის საზოგადოება, რომელშიც ყველა თანასწორია”.
მართალია ეს კაცი:
როგორც წესი, ხმის მიცემით იწყება და ვითარდება პროცესი. მასკატის წინასაარჩევნო პროგრამის ერთ-ერთი მთავარი ასპექტი ერთნაირსქესიანთა ქორწინების ლეგალიზაცია იყო.
გაუმართლა: ისღა დარჩენია, მოძებნოს ერთნაირსქესიანი არსება და გააფორმოს ქორწინება ოფიციალურად, თუ უკვე შერჩეული არ ჰყავს საპატარძლო (თუ სასიძო).
დაიბნევა ადამიანი, რადგან მალტელმა კანონმდებლებმა გადაწყვიტეს, სამოქალაქო კოდექსიდან ამოიღონ სიტყვები: “ქმარი”, “ცოლი”, “დედა” და “მამა”. მათ შეცვლიან გენდერულად ნეიტრალური სიტყვებით: “მეუღლე” და “მშობელი”.
ქართველებს ამ მხრივ კარგად გვაქვს საქმე, რადგან “ცოლისა” და “ქმრის” ნაცვლად, კარგა ხანია, დავნერგეთ “მეუღლე” და ეს ამ ინსტიტუტისადმი პატივისცემის გამოხატვად მივიჩნიეთ. გენდერული თანასწორობის გამოხატვის ნიშანი კი ყოფილა თურმე.
“წინ მივალთ ყოველდღიურად, საერთო სიხარულია!”
აი, კახელებს ცოტა გაუჭირდებათ დასავლურ ცივილიზაციაში დროულად შესვლა, რადგან საყველპურო ურთიერთობაში სიტყვა “მშობელი” ორი შემადგენელით აქვთ დანაწევრებული _ “მშობელი” და “შამქმნელი”, რომლებსაც საჭირო დროსა და შესაფერის ადგილზე დანიშნულებისამებრ იყენებენ.
ჩამოვრჩით მალტას, რომელიც მსოფლიოში 24-ე ქვეყანა ყოფილა, რომელმაც ერთნაირსქესიანთა დაქორწინება ორიოდ კვირის წინათ, 12 ივლისს, აღიარა.
იტალიაში განელმა ფეხბურთელმა დედა და და დანით მოკლა
11 ივლისს განელმა ფეხბურთელმა სოლომონ ნიანტაკიმ აღიარა, რომ ქალაქ პარმას შემოგარენში, სადაც განიდან ჩასული ბევრი ლტოლვილი ცხოვრობს, მოკლა 45 წლის დედა და 11 წლის და. ფეხბურთელი, რომელიც იტალიის ჩემპიონატში მონაწილეობდა, დაკავებულია, მაგრამ ჯერჯერობით გარკვეული არ არის, რატომ ჩაიდინა მან ეს მხეცური დანაშაული.
დანაშაულის ჩადენის შემდეგ ფეხბურთელი მატარებლით გაემგზავრა მილანში, სადაც პოლიციელებმა დააკავეს. დედა-შვილის ცხედრები აღმოაჩინა ნიანტაკის უფროსმა ძმამ, რომელიც საღამოს სამუშაოდან შინ დაბრუნდა. ამის შესახებ წერს გაზეთი “კორიერა დელა სერა”.
ცნობილია, რომ 21 წლის ნიანტაკი დეპრესიული ადამიანია. იგი ირიცხებოდა “პარმის” ახალგაზრდულ გუნდში და პერსპექტიულ ფეხბურთელად ითვლებოდა 2015 წელს კლუბის გაკოტრებამდე. ბოლო სეზონში იგი იტალიის სერია D-ს კლუბის “იმოლეზიში” თამაშობდა.
ლონდონში დახურეს სკოლა, რომელშიც უარი თქვეს ლგბტ საგნის სწავლებაზე
ეს იყო კერძო რელიგიური სკოლა გოგონებისთვის. The Telegraph–ი წერს, რომ სასწავლებელს ლიცენზია ჩამოართვეს სასკოლო პროგრამაში ლგბტ თემის გაკვეთილების არქონის გამო.
ინსპექტორების დასკვნით, დახურვის საფუძველია ამ თემატიკაზე უარის თქმა, რითაც “შეიზღუდა მოსწავლეების სულიერი, ზნეობრივი, სოციალური და კულტურული განვითარება”. ამ კერძო სკოლაში ორთოდოქსი ებრაელების შვილები სწავლობენ. პედაგოგები აცხადებენ, რომ კანონით ვალდებული არ არიან, სრულად მისდიონ სახელმწიფო საგანმანათლებლო დაწესებულებების პროგრამებს. მათ გააკრიტიკეს “ძალიან პატარა ბავშვებისთვის განსხვავებული სექსუალური ორიენტაციის გაცნობის პრინციპები”.
ლგბტ-თემის წარმომადგენლები კი ჩივიან, რომ სახელმწიფო ნებას რთავს რელიგიურ სკოლებს, შეადგინონ ისეთი პროგრამები, რომლებიც მათ რწმენას ესადაგება.