ერაყის ფედერალურმა პაოლიციამ მოსულის დასავლეთ ნაწილში იპოვა დოკუმენტები, რომლებშიც ასახულია “ისლამური სახელმწიფოს” ტერორისტების ხელფასები 2016 წელს.
გასაცემელი ფულის ოდენობა დამოკიდებული იყო “ბოევიკების” ოჯახურ მდგომარეობაზე. ყველაზე ნაკლებს უხდიდნენ უცოლშვილოებს _ 72 დოლარს. ამასთანავე, თანხის ნაწილს, კერძოდ, 40 დოლარს, უკავებდნენ საკვებით უზრუნველყოფისთვის, ხელზე რჩებოდათ 32 დოლარი.
ვინმე აბუ ჯანმა, რომელიც იმამ ათ-თარამზის ასეულში იბრძოდა და ჰყავდა ცოლი და სამი შვილი, 184 დოლარი მიიღო; ვინმე აბუ ნასერმა კი, რომელსაც ცოლი და ექვსი შვილი ჰყავდა, _ 256 დოლარი. სააგენტოს ცნობით, ხელფასის ოდენობა ცოლებისა და შვილების ოდენობის პროპორციულად იზრდებოდა, მაგრამ არ აჭარბებდა 300 დოლარს. მეტ ხელფასს უხდიდნენ ომში დაინვალიდებულ დემობილიზებულებს.