ესპანეთში დააპატიმრეს ოთხი ეჭვმიტანილი, გერმანიასა და დიდ ბრიტანეთში _ თითო–თითო.
ესპანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს წყაროების მონაცემებით, ისინი ყოველკვირეულად ხვდებოდნენ ახალგაზრდა მუსლიმებს და სირიასა და ერაყში “ისლამური სახელმწიფოს” ბოევიკებად მათ გადაბირებას ცდილობდნენ. ყველაზე აქტიურად ამ მიმართულებით ესპანეთის ქალაქ პალმა-დე-მაიორკაში მუშაობდნენ, სადაც შეკრებებზე ათეულობით ადამიანი დადიოდა.
21 ივნისს მადრიდის პოლიციამ სამი მაროკოელი დააპატიმრა. გამოძიების ცნობით, ერთ-ერთი მათგანი ცდილობდა თანამემამულეთა გადაბირებას ესპანეთში ტერაქტის მოსაწყობად. დანარჩენი ორი მასთან ერთ ბინაში ცხოვრობდა და, სავარაუდოდ, “ისლამური სახელმწიფოს” რეკრუტი იყო.