ლიპოლელო ტაბანე ტომა ქმრის ინაუგურაციიდან რამდენიმე საათში მოკლეს.
პოლიციის ცნობით, ქალბატონი ქვეყნის დედაქალაქ მასერუს მახლობლად იმყოფებოდა. იგი შინ მეგობარ ქალთან ერთად ბრუნდებოდა, როცა უცნობმა თავდამსხმელმა ორივე ქალს ესროლა. ლიპოლელო ადგილზევე დაიღუპა, მისი მეგობარი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
თავდამსხმელის მოტივები უცნობია, მიმდინარეობს გამოძიება.
ტომ ტაბანემ და მისმა ცოლმა განქორწინებაზე განცხადება 2012 წელს შეიტანეს და მას შემდეგ ერთად არ უცხოვრიათ. 2014 წლის სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ ლესოტო არასტაბილური ქვეყანა გახდა. მიმდინარე წლის მარტში ყოფილ პრემიერ პაკალიტე მოსისილის უნდობლობის ვოტუმი გამოუცხადეს, გასულ კვირაში კი ბოლო 5 წლის განმავლობაში მესამე არჩევნები გაიმართა.