Home რუბრიკები საზოგადოება ბოლო ორი თვის განმავლობაში თბილისში 150-ზე მეტი გველი დაიჭირეს

ბოლო ორი თვის განმავლობაში თბილისში 150-ზე მეტი გველი დაიჭირეს

928

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს უფროს თემურ ფხალაძის განცხადებით, ქვეწარმავლების შემჩნევის გამო მოქალაქეებმა 300-ზე მეტჯერ დარეკეს სააგენტოში. მიუხედავად ამისა, ფხალაძის შეფასებით, მდგომარეობა საგანგაშო არ არის, რადგან გასული წლების ანალოგიურ პერიოდთან შედარებით გამოძახების რაოდენობა შემცირებულია.


“ბოლო 2 თვის განმავლობაში ცხოველთა მონიტორინგის საააგენტოს ცხელ ხაზზე 300-ზე მეტი შეტყობინება შემოვიდა, როდესაც მოსახლეობამ ქვეწარმავალი შეამჩნია. ყველა შემოსულ შეტყობინებაზე სააგენტოს შესაბამისი რეაგირება ჰქონდა. დაჭერილია 150-ზე მეტი გველი. ვერ ვიტყვით, რომ სიტუაცია საგანგაშოა, რადგან შარშან და შარშანწინ უფრო მეტი გამოძახება იყო. მონიტორინგი 24 საათის განმავლობაში მუშაობს და მუდმივად მზად ვართ, მოსახლეობას გავუწიოთ კვალიფიციური, ოპერატიული დახმარება”, _ განაცხადა თემურ ფხალაძემ.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here