ამერიკელი ინვესტორი, Rogers Holdings-ის მფლობელი ჯიმ როჯერსი ვარაუდობს, რომ 2018 წელს გლობალური ფინანსური კრიზისია მოსალოდნელი. “ჩემი პროგნოზით, კრიზისი 2018 წელს დაიწყება, შესაძლოა, 2017 წლის ბოლოსაც კი”, _ განაცხადა როჯერსმა.
საფინანსო კრიზისის პერიოდში როჯერსი რუსული რუბლის გამყარებას წინასწარმეტყველებს. “2018 წელს მთელ მსოფლიოში კრიზისი დაიწყება. ადამიანები დაფრთხებიან, დაიწყებენ თავიანთი ქვეყნის ვალუტის დოლარზე გადაცვლას, ვინაიდან დოლარი საიმედო აქტივად მიიჩნევა. დოლარის კურსი ძალიან გაიზრდება, “საპნის ბუშტად” გადაიქცევა და გასკდება. ადამიანები შეეცდებიან ფულის სხვა აქტივში დაბანდებას _ რუბლში, იენში, ოქროში და ა.შ. განაცხადა ინვესტორმა და დასძინა, რომ “ეს იქნება უზარმაზარი შოკი ყველასთვის. კრიზისმა, შესაძლოა, საბერძნეთის ეკონომიკის საბოლოო კრახი გამოიწვიოს, დიდი პრობლემებია მოსალოდნელი ამერიკის საპენსიო ფონდებშიც”.