Home სხვადასხვა დაიჯესტი The Syn: ბავშვების მწვრთნელი ტერორისტი აღმოჩნდა

The Syn: ბავშვების მწვრთნელი ტერორისტი აღმოჩნდა

ლონდონი

ლონდონში ტერაქტის ერთერთი განმახორციელებელი იოზეფ ზაჰბა ქალაქის სატანვარჯიშო კლუბში მწვრთნელად 2016 წლიდან მუშაობდა, ავარჯიშებდა ბავშვებს, _ იტყობინება The Syn.

მედიის მონაცემებით, იგი სამუშაოდ ყოველგვარი შემოწმების გარეშე მიიღეს. კლუბის თანამშრომლები ამბობენ, რომ თებერვალში სამსახურში სიარულს მან მოულოდნელად თავი დაანება.

“დღეს იმით ვარ შეწუხებული, რომ არ ვიცით, რას ელაპარაკებოდა იგი ბავშვებს, გადასცემდა თუ არა მათ თავის შხამიან შეხედულებას”, _ აცხადებენ სპორტული კლუბის წევრები.

შეგახსენებთ, რომ 4 ივნისს, ღამით, ტერორისტული შეტევის შედეგად ლონდონის ხიდსა და ბოროს ბაზარში შვიდი ადამიანი დაიღუპა. ყველა ტერორისტი პოლიციელებმა თავდასხმის დროს მოკლეს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here