Home რუბრიკები საზოგადოება დღევანდელი მიწისძვრა, 30კმ. ძალიან იშვიათი შემთხვევაა – სეისმოლოგიური მონიტორინგის სამსახური

დღევანდელი მიწისძვრა, 30კმ. ძალიან იშვიათი შემთხვევაა – სეისმოლოგიური მონიტორინგის სამსახური

სეისმოლოგიური მონიტორინგის ცენტრის ბაზებისა და დამუშავების სამსახურის უფროსის, მანანა ძმანაშვილის ინფორმაციით, საქართველოში 5.1 მაგნიტუდის სიმძლავრის ღრმაკერიანი მიწისძვრა დაფიქსირდა. მისი თქმით, მიწისძვრის სიღრმე იყო 30 კმ.


როგორც მანანა ძმანაშვილი განმარტავს, რაც უფრო მეტი სიღრმე აქვს მიწისძვრას, მისი ეფექტი მით უფრო მცირდება მიწის ზედაპირზე, კერძოდ, ღრმაკეროვანი მიწისძვრის შემთხვევაში, უფრო ნაკლებია იმის ალბათობა, რომ სტიქიას ნგრევა მოჰყვეს.

მისივე ინფორმაციით, მიწისძვრის შემდგომი ბიძგები, ამ დროისათვის, არ დაფიქსირებულა. როგორც მანანა ძმანაშვილი ამბობს, ზოგადად, კახეთის რეგიონისთვის, მსგავსი ტიპის მიწისძვრები დამახასიათებელია, თუმცა ასეთი სიღრმის მიწისძვრა იშვიათია. 

დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში 5.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. სტიქიის ეპიცენტრი იყო ქალაქ დედოფლისწყაროს დასავლეთით 25 კმ-ში, სოფელ გამარჯვებადან 18 კმ-ში.

თავდაპირველად, გავრცელდა ინფორმაცია, რომ სტიქიის ეპიცენტრი იყო ქალაქ სიღნაღიდან სამხრეთ-დასავლეთით – 22კმ. სოფელი ქვემო ბოდბედან – 15კმ.

საზოგადოებრივს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, რომ სტიქიას ნგრევა არ მოჰყოლია. უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, მიწისძვრასთან დაკავშირებით, 112-ში გამოძახება არ დაფიქსირებულა.

სოფელ მაღაროში სიღნაღის გამგებლის წარმომადგენლის თენგიზ შაიშმელაშვილის ინფორმაციით, მიწისძვრას ნგრევა არ მოჰყოლია. ამის შესახებ მან „მოამბეს“ განუცხადა. მისივე თქმით, სტიქიას მოსახლეობაში პანიკა არ გამოუწვევია. 

1 COMMENT

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here