Home რუბრიკები პოლიტიკა ლიბერალი გლობალისტების მორიგი გამარჯვება ქართველ ერზე

ლიბერალი გლობალისტების მორიგი გამარჯვება ქართველ ერზე

GEWORLD.NET:
ქართველმა ერმა კიდევ ერთი დარტყმა მიიღო ლიბერალური იდეოლოგიით ნასაზრდოები სახელისუფლო პოლიტიკური ელიტისგან, რომლის უმთავრეს ამოცანას წარმოადგენს ყოველგვარი ქართულის, ქართველ ერთან ასოცირებული ღირებულებითი ელემენტების განადგურება. სწორედ ამ კუთხით უნდა განვიხილოთ ის შეტევა, რომელიც განახორციელა მიხეილ სააკაშვილის მარიონეტულმა ხელისუფლებამ ქართველი ერის მაიდენტიფიცირებელ ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ელემენტზე – მართლმადიდებლობაზე და აქედან გამომდინარე, ქართულ ეკლესიაზე.
როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს პარლამენტმა მასში მოკალათებული დაბალი ინტელექტის მქონე პარლამენტართა ტაშის დაკვრით, მიიღო ქართველი ერისთვის გამანადგურებელი და დამღუპველი კანონი, რაც გამოიხატა სხვადასხვა რელიგიური ორგანიზაციებისთვის საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსის მინიჭებაში და რაც თავისთავად გულისხმობს სხვადასხვა რელიგიური აღმსარებლობის გათანაბრებას საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასთან.
პროსომხური ხელისუფლების მიერ ამ კანონის მიღებას ბევრი საქართველოში  სომხური პოლიტიკის გატარებასა და მეზობელი ქვეყნის ინტერესების დაცვას უკავშირებს. ამ პრობლემის გასაგებად აუცილებელია, საქმის არსს უფრო ღრმად ჩავწვდეთ და იგი  გლობალიზაციის უკანასკნელ და ყველაზე სასტიკ ფორმას დავუკავშიროთ.
თუ გადავხედავთ უკანასკნელი წლების განმავლობაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს საქართველოში, და არამხოლოდ ჩვენთან, დავინახავთ, რომ ამ უკანასკნელ შემთხვევაში საქმე გვაქვს გლობალიზაციასთან, ერების უნიფიკაციის პროცესთან, რომელიც თავისი არსით მიმართულია ტრადიციული ერების განადგურებისკენ. ეს ყველაფერი, ლიბერალური იდეოლოგიისა და მასთან დაკავშირებული ღირებულებითი ელემენტების ტრადიციულ ერებზე თავს მოხვევის პოლიტიკა, ხორციელდება იძულებითი წესით, ამერიკელი გლობალისტების მიერ.
საზოგადოების ლიბერალიზაცია, რაც  საქართველოში უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში ხორციელდება და რამაც უმაღლეს მწვერვალს მიაღწია სააკაშვილის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, თავისი არსით გულისხმობს საზოგადოების ინდივიდუალიზაციას, მის შედეგად ინდივიდის მოწყვეტას საკუთარი ეროვნული ფესვებისგან და საერთო კოსმოპოლიტური საზოგადოების შექმნას. ეს პროცესი კი ხელს უწყობს ტრადიციული საზოგადოებისთვის დამახასიათებელი ფორმალური სტრუქტურების ნგრევას; საბოლოო ჯამში კი – ტრადიციული ერების განადგურებასა და კულტურული თვითმყოფადობის მოსპობას. ქართული საზოგადოება, როგორც მოგეხსენებათ, ტრადიციულია.
ლიბერალიზაციის უმთავრესი მომენტი არის ინდივიდის უზანაესობის აღიარება, მისი უპირატესობა კოლექტიურ ერთობასთან მიმართებაში. ლიბერალურ საზოგადოებაში, რომლისკენაც მიისწრაფვიან ქართველი პოლიტიკოსები, ინდივიდი ჩაკეტილია საკუთარ თავში, მოქმედებს საკუთარი კერძო ინტერესებიდან გამომდინარე, პირადი მოთხოვნილებების დაკმაყოფილებისთვის.
საქართველოს შემთხვევაში კი პარლამენტის მიერ მიღებული კანონი, რომელსაც პრეზიდენტმა სასწრაფო წესით მოაწერა ხელი, ქართველებს დაუკანონა იმ რელიგიური მიმდინარეობის არჩევა, რომელსაც ქართველი ჩათვლის საჭიროდ და მისთვის მისაღებად. ხელისუფლების მიერ განხორციელებული რელიგიური პოლიტიკა მომავალში აუცილებლად გამოიწვევს ქართველი ერის დანაწევრებას სხვადასხვა რელიგიური მიმდინარეობის ადამიანებად, რაც თავისთავად ქართველი ერის განადგურებას გამოიწვევს ახლო მომავალში. განადგურებაში არ იგულისხმება ქართველების ფიზიკური ლიკვიდაცია, არამედ – ქართველებისთვის დამახასიათებელი ნიშან-თვისებების მოსპობა. ეს ყველაფერი კი მიიღწევა შეგნების ინდივიდუალიზაციით, ქართველების მოწყვეტით საკუთარი ეროვნული ერთობიდან და მსოფლიოში გაბატონებული, პროტესტანტულ ეთიკაზე დაფუძნებული ლიბერალური ფასეულობებისადმი დაქვემდებარებით.
უძველეს ქართულ, ქრისტიანულ ქვეყანაში ასეთი კანონის მიღება ითვალისწინებს ქართული მართლმადიდებელი საზოგადოების დაჩეხვასა და დანაწევრებას ავტონომიურობის მაღალი ხარისხის მქონე ინდივიდებად. საზოგადოების ლიბერალიზაცია და მისი ტრანსფორმაცია მოითხოვს ქართველ ადამიანში შეგნების ინდივიდუალიზაციას და ამ უკანასკნელის მიერ ლიბერალიზმისთვის დამახასიათებელი არჩევანის თავისუფლების აღიარებას. არჩევანის თავისუფლება დასავლური ცივილიზაციის, მისი სოციალური მოწყობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტია. ეს მიდგომა გულისხმობს ინდივიდის მიერ ცხოვრების გზის დამოუკიდებლად განსაზღვრას და მისთვის მისაღები აღმსარებლობის არჩევას.
ქართველთა მთავარი მადეინტიფიცირებელი ნიშანი იყო მართლმადიდებლობა, რომელმაც ერის საბოლოო სახის ჩამოყალიბებასა და განვითარებაში უმნიშვნელოვანესი წვლილი შეიტანა, ამიტომაც ქართველი, იმავე დროს, გულისხმობდა მართლმადიდებელსაც და პირიქით, მართლმადიდებელი – ქართველს. ამის ისტორიული დასაბუთება უხვად მოგვეპოვება. სწორედ ეს არის ის მიზეზი, რის გამოც ხორციელდება შეტევა მართლმადიდებლობაზე, ქართველობის განმსაზღვრელ ერთ-ერთ მთავარ კომპონენტზე.
ერი თავისი არსით გულისხმობს საერთო კულტურის, ტრადიციების, რელიგიისა და ენის მქონე ადამიანთა გაერთიანებას, რომელსაც მიჯაჭვულობის მაღალი ხარისხი გააჩნია იმ ტერიტორიასთან, სადაც ეს ერი სახლობს. ამ ზემოთ ჩამოთვლილი ინსტიტუციების მეშვეობით, ისინი ინარჩუნებენ საკუთარ ინდივიდუალობას. გლობალიზაციის უმთავრეს ამოცანას კი  წარმოადგენს ერებისთვის საკუთარი ინდივიდუალობის დაკარგვა, რაც საუკუნეების განმავლობაში ყალიბდებოდა სხვადასხვა ერებში, მათ შორის – ქართულში. «ეს ნაციონალური ინსტიტუციები ხალხის ხასიათს, გემოვნებას აყალიბებენ. ისინი უნერგავენ  ხალხს მამულის მწველ სიყვარულს» (ჟან-ჟაკ რუსო).
ხელისუფლების მიერ გატარებული პოლიტიკა ამ ინსტიტუციების განადგურებისკენ არის მიმართული, რაც ქართველ თვითმყოფად ერს გადაშენებას უქადის მომავალში.
საქართველოში, ინტელექტუალურ წრეებში ბევრს საუბრობენ საქართველოს ხელისუფლების მიერ შემოთავაზებულ ფსევდოლიბერალიზმზე და, მათ მიერ განხორციელებულ პოლიტიკას რომ არაფერი აქვს საერთო ლიბერალიზაციის პროცესთან, შეუძლებელია ამ ნააზრევს დავეთანხმოთ, ვინაიდან სააკაშვილის ხელისუფლების მიერ გადაგმული თითოეული  ნაბიჯი მიმართულია ქართული საზოგადოების ლიბერალიზაციისა და ინდივიდუალიზაციისკენ. საზოგადოების ლიბერალიზაცია, ტრანსფორმაცია და მასთან დაკავშირებული მოდერნიზაციის პროცესი ხორციელდება ქვემოდან ან ზემოდან, იძულების წესით. საქართველოს ხელისუფლების მიერ განხორციელებული პოლიტიკა საზოგადოების ტრანსფორმაციას ზემოდან ისახავს მიზნად, რაც ქართველ ერში ისტორიულად ჩამოყალიბებულ ღირებულებით ნორმატივებთან შეჯახებას იწვევს. ეს ყველაფერი კი ხელისუფლებას აიძულებს, მკაცრი ავტორიტარული მეთოდებით იმოქმედოს დასავლური ინდივიდუალისტური ცხოვრების წესის დასამკვიდრებლად. საზოგადოების ტრანსფორმაცია, მოდერნიზაცია (გათანამედროვება) არ არის ერთი ან ორწლიანი პროცესი, იგი მოითხოვს ათეულობით წელს, თაობათა ცვლას. სააკაშვილისა და მისი პარტნიორების მიერ განხორციელებული პოლიტიკა მიმართულია მომავალ თაობებზე.
ამ კანონის მიღების ერთ-ერთი მიზეზი ზუსტად განმარტა ქართული საზოგადოების «ინტელექტუალური» წრის  მარაზმატიკულმა წარმომადგენელმა, ქალბატონმა თუთბერიძემ. თავის ინტერვიუში მან აღნიშნა, რომ ხელისუფლება ასრულებს აღებულ ვალდებულებებს დასავლელი პარტნიორების წინაშე, ნატოში გაწევრიანების სანაცვლოდ. ამ ნათქვამში ნათლად ჩანს ამერიკელების მიზანი, ისინი ხომ ყოველ ანტიქართულ მოქმედებას, ხელისუფლების მიერ განხორციელებულს, მხარს უჭერენ. უკანასკნელ შემთხვევაშიც ანალოგიურად მოიქცნენ და მხარი დაუჭირეს, ფაქტობრივად, ფარული ეთნოციდის ტოლფასი კანონის მიღებას.
ამერიკელთა უკანასკნელმა პოლიტიკამ საქართველოში ყველას ნათლად დაგვანახა საქართველოსა და ამერიკას შორის სტრატეგიული ინტერესების არარსებობა. ძნელია, სტრატეგიული მოკავშირე უწოდო იმ ქვეყანას, რომელიც ყოველგვარი ქართულის წინააღმდეგ მიმართულ ქმედებას მხარს უჭერს და თვითონ უბიძგებს საქართველოს ხელისუფლებას ასეთი პოლიტიკისკენ.
ნებისმიერი სახელმწიფოს, მათ შორის საქართველოს, ამოცანას წარმოადგენს საკუთარი კულტურული თვითმყოფადობის შენარჩუნება, საკუთარი ეროვნული ინტერესების დაცვა. ამ მიზნების მიღწევისთვის ერები ქმნიან სახელმწიფოებს. პატარა ერები, რომლებსაც არ ძალუძთ ამის დამოუკიდებლად განხორციელება, იძულებულნი არიან, შეარჩიონ მოკავშირე. რაც შეეხება ჩვენს «მოკავშირეებს» – ამერიკელებს, ისინი ცდილობენ ქართველი ერის, როგორც ისტორიულ-კულტურული ერთობის, განადგურებას. ამერიკული სახელმწიფო, როგორც თანამედროვე გლობალიზაციის მედროშე, ცდილობს ტრადიციული ერების განადგურებას. ისინი მიზანმიმართულ პოლიტიკას ახორციელებენ ამ კუთხით, მათ მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე, მათ მიერ ხელდასმული მარიონეტული რეჟიმების მეშვეობით.
დღევანდელი ხელისუფლების მიზანია ქართული ცნობიერების, აზროვნების სტილის დანგრევა და ახალი ტიპის ქართველი ინდივიდის ჩამოყალიბება. ისინი ამისთვის ყველანაირ მეთოდს იყენებენ, როგორც იძულებითს, ასევე – იდეოლოგიურს, მათ მიერ კონტროლირებადი ნაციონალური არხებისა და ამერიკული გრანტებით გაზულუქებული, ქართველ ინტელექტუალებად წოდებული ადამიანების მეშვეობით.
საქართველოს ხელისუფლების მიერ განხორციელებულ პოლიტიკას, რომელსაც შეიძლება ვუწოდოთ ქართველთა მიმართ ეთნოციდის გამოვლინება, მისი გაგრძელების შემთხვევაში გამოიწვევს ქართული სახელმწიფოს სრულ დესუვერენიზაციას და მის ტოტალურ კონტროლს დასავლური გლობალისტური ძალების მიერ.
როგორც უკანასკნელმა პოლიტიკურმა პროცესებმა გვიჩვენა, საქართველოს ხელისუფლების მიერ ანტიეროვნული ქმედებების შემაკავებელი პოლიტიკური სუბიექტი არ არსებობს. სააკაშვილის ხელისუფლებამ, ფაქტობრივად, «გადაუარა» მთელ ოპოზიციურ სპექტრს. ამ პირობებში ერთადერთი ძალა, რომელსაც შეუძლია შეაჩეროს დღევანდელი ხელისუფლების ანტიქართული ქმედებები, საქართველოს ეკლესიაა, რომელმაც აქტიური წინააღმდეგობა უნდა გაუწიოს ხელისუფლებას და, ფაქტობრივად, ამერიკელების მიერ ოკუპირებულ საქართველოში ეროვნულ-განმათავისუფლებელი პოლიტიკის ავანგარდში ჩადგეს. სხვა შემთხვევაში, თუ საქართველოს ეკლესია გააგრძელებს კონფორმისტულ პოლიტიკას ანტიეროვნული, ამერიკელების მიერ ხელდასმული ხელისუფლების მიმართ, საქართველოს და ქართველი ერის გადაშენება გარდაუვალია. გადაშენებულ და გადაგვარებულ საქართველოში კი არც პატრიარქი და არც მართლმადიდებლური ეკლესია არავის დასჭირდება.
ირაკლი უბილავა
 

1 COMMENT

  1. ირაკლი უბილავას კითხვის შემდეგ დავრწმუნდი თუ რატომ არის ნაადრევი საქართველოსთვის სიტყვის თავისუფელბა_ ირაკლი უბილავას )თუ საერთოდ არსებობს ასეთი და რუსულიდან არ არის თარგმანი) ქართულ შოვინიზმზე და ეთნო რელიგიურ ექსტრემიზმის შემცველ სკინჰედურ სტატიებს წერს. იგივე ,,ზექართული ზეეროვნული” პოლიტიკით (ანუ ქართული ანტილიბერალური ეთნიკური ფაშიზმით) საქართველო 90 თიანის დასაწყისში დაიშალა. ზუსტად ესეთი უბილავას ნაირი შოვინიზმი საუკეთესო საშუალებაა საქართველოს დაშლის. (მაგრამ ეს ავტორი რომ საერთოდ არსებობს როგორც რეალური პიროვნება არა მგონია, უფრო რუსული პიარიდან კარგ ქართულზე ნათარგმნი მგონია, მაგრამ საბედნიეროდ ,,ჩვეულებრივმა” ქართველებმა არ იციან ამდენი კითხვა რომ ასეთ შოვინისტური სტატიების გავლენის ქვეშ მოექცნენ. არალოგიკურია ამიტომ ეს სტატია, როგორც ჩვენი ერთმორწმუნე მეგობრის კირით შეთეთრებული ჩვენი ტაძრების ფრესკები იყო ,,მეგობრობის” და საქართველოს დესუვერენიზაციის სიმბოლო.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here