GEWORLD.NET:
ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, არმენოლოგი ალექსანდრე აბდალაძე ამჯერად ოფიციალური ერევნის ფარულ ამბიციებსა და, არც მეტი, არც ნაკლები, სომხების მიერ თბილისისთვის სახელის გადარქმევის საფრთხეზე საუბრობს. თუ რა გარემოებების საფუძველზე აკეთებს ამ სკანდალურ განცხადებას ბატონი ალექსანდრე, დაწვრილებით, ექსკლუზიურად გაზეთ «საქართველო და მსოფლიოს» ესაუბრა.
– სომხური წრეების მტკიცებით, თბილისი სომხური ქალაქია. XI საუკუნემდე აქ თურმე ქართველებზე მეტი სომხები ცხოვრობდნენ და, შესაბამისად, ქალაქის განვითარებაშიც ქართველებზე დიდი წვლილი მათ შეუტანიათ, განსაკუთრებით კი – სომეხ ვაჭრებს. მათივე თქმით, XIX-XX საუკუნეების დასაწყისში თბილისი სომხებს აუშენებია, ამას ძალიან ბევრი სომეხი ავტორი წერს. მეტიც, სომხურ ენციკლოპედიაში ასეთი შემზარავი სიცრუეა მითითებული – «ტფილისი» სომხურ მიწაზეა დაარსებულიო, ანუ ვახტანგ გორგასალს თბილისი სომხეთის ტერიტორიაზე დაუარსებია. ამავე ენციკლოპედიაში წერენ, რომ სომხეთის საზღვარი მდინარე მტკვრამდე მოდიოდაო, მტკვარი კი, მოგეხსენებათ, თბილისს ორად ყოფს, ანუ, მათი ლოგიკიდან გამომდინარე, თბილისის ერთ-ერთი მხარე სომხეთს ეკუთვნის. მინდა გითხრათ, რომ ისინი დღეს ამ ვერსიებითა და უსუსური არგუმენტებით ობიექტურად მოაზროვნე ბავშვსაც კი ვერ მოატყუებენ, არათუ – მსოფლიოს, მაგრამ ფაქტია, მათი ამბიციები ყოველგვარ საზღვრებს სცდება.
ზემოაღნიშნული სიყალბეების «გაპრავებაზე» მუშაობა მიმდინარეობს «გაქართველებული» სომხების, ნასომხრების მეშვეობითაც. ნუთუ იმისთვის გამოსტაცა ხელიდან დავით აღმაშენებელმა 400-წლიანი მმართველობის შემდეგ მუსლიმანებს თბილისი, რომ სომხებს დაესაკუთრებინა, ან იმისთვის დააარსა ვახტანგ გორგასალმა ეს ქალაქი, რომ სომხები დაეპატრონონ?!
თავად სომეხ მეცნიერებს რომ ჰკითხოთ, ქართველები ვაჭრობაში უვარგისები ვყოფილვართ, თავად კი – ამ ნიჭით დაჯილდოებულები. ის, რომ ქართველებს ძარცვავდნენ და ამით თავისთვის სასახლეებს იშენებდნენ, შეიძლება ქალაქის განვითარებად ჩავთვალოთ?
– თქვენ მიგაჩნიათ, რომ სომხებს დღესაც იგივე მოტივი ამოძრავებთ?
– რა თქმა უნდა, სომხებს დღესაც იგივე ამბიციები ამოძრავებთ, თუმცა ამჯერად საკმაოდ შენიღბულად მოქმედებენ.
თუკი საქართველოს ხელისუფლების წყალობით სომხები იმ ეკლესიებს «დაიბრუნებენ», რომლებზეც პრეტენზიები აქვთ, ამით საკუთარ იდეოლოგიას გააძლიერებენ და აქ მცხოვრებ სომხებს ჩააგონებენ, სულ ცოტა ნახევარი საქართველო სომხეთის ტერიტორიაა და სომხეთს უნდა დაუბრუნდესო. ჯერ ჯავახეთში დაიწყებენ ამ იდეოლოგიის გატარებას, რადგან იქ 98% სომეხი ცხოვრობს და მეტად გაუადვილდებათ გეგმის განხორციელება, შემდეგ მათ თბილისის სომეხი მოსახლეობა და ვაიქართველები აჰყვებიან და შედეგებიც უმძიმესი გვექნება. მოგეხსენებათ, რას ნიშნავს საქართველოსთვის თბილისის მოწყვეტა.
ღმერთმა ნუ ქნას და, სომხები თუ თბილისში კვლავ გაბატონდნენ, სააკაშვილის საპატივცემულოდ თბილისს სააკიანს დაარქმევენ. ამ შორეული მზაკვრული გეგმების განხორციელებაში სოხმური წრეები პრეზიდენტ სააკიან-სააკაშვილს იყენებს, რომელიც უკვე დაუფარავად გამოდის მართლმადიდებლობის წინააღმდეგ. ასე რომ არ იყოს, მან ე. წ. სომხური ეკლესიები სომხებს კი არ უნდა გადასცეს, არამედ – დაკეტოს და, ყველაზე დიდი, მუზეუმებად გაუხსნას.
– პრეზიდენტი ამ კუთხით პარალელს დავით აღმაშენებლის ეპოქასთან ავლებს, როცა საქართველოში მცხოვრებ ყველა ეთნიკურ ჯგუფს ნებას რთავდნენ, საკუთარი რწმენის მიხედვით აეშენებინა სალოცავები…
– თუ სომხეთის საპატრიარქოს მოთხოვნა ყოვლად უსაფუძვლო და უკანონოა, მაინც რატომ უნდა დავაკმაყოფილოთ იგი? სომხებმა ხომ XIX საუკუნეში იქით მიიტაცეს რიგი მართლმადიდებლური ეკლესიებისა და სათავისოდ გადააკეთეს, ზოგი ეკლესია კი უკანონოდ ააშენეს და კიდევ ჩვენ უნდა მივანიჭოთ მათ პრივილეგიები?! თუ სააკაშვილი სომხურ წრეებს არ გარიგებია და მათ დაკვეთებს არ ასრულებს, რა პრინციპით ანიჭებს მათ პრივილეგიებს?! თავს თუ აღმაშენებელს ადარებს, სააკაშვილი დემაგოგია, ყველაფერს იტყვის და ეს არც უნდა გაგვიკვირდეს. აღმაშენებელი თუ სომხებს აქ სასიცოცხლო პირობებს უქმნიდა და მათ უფლებებს იცავდა, ამას, ქართველების დაკნინების ხარჯზე კი არა, ერის გაძლიერებისთვის აკეთებდა. სააკაშვილი კი რის ხარჯზე ანიჭებს სომხებს უპირატესობას? რა თქმა უნდა, – ქართული სულის ჩაკვლისა და სომხური სულისკვეთების გაძლიერების ხარჯზე.
ქვეწარმავალივით მეზიზღება შევარდნაძე, მაგრამ ქართული ეროვნული ფასეულობები მის დროს უფრო დაცული იყო, ვიდრე ამ სააკიან-სააკაშვილის პერიოდში. სააკაშვილი აქამდე ფარულად, მაგრამ დღეს, როგორც მოგახსენეთ, ღიად დაუპირისპირდა ქართულ ეკლესიას, შევარდნაძე ეკლესიას არასოდეს არ დაპირისპირებია. თვალში ნაცარს აყრიან ქართველებს. როგორც სპეციალისტი და არმენოლოგი გეუბნებით, სომეხთა პრეტენზიები ქართველთა მიმართ სრულიად უკანონოა. იქამდეც კი მივიდა სააკიანი (სააკაშვილი), რომ საქართველოში ქართული არმენოლოგია ჩაკლა, მხოლოდ სომხებმა უნდა განავრცონ თავისი ცრუ მოსაზრებები, მოპასუხე კი არ უნდა ჰყავდეთ.
საერთოდაც, დღევანდელ საქართველოში, ქართული ეროვნული იდეოლოგიის გასაძლიერებლად არაფერი კეთდება, მეტიც – საქართველოს ანტიქართული მთავრობა და მისი მრავალრიცხოვანი ლაქიები ყოველი ღონით ანგრევენ ქართულ ეროვნულ სულსა და იდეოლოგიას.
თუ ჩვენმა მოღალატე ხელისუფლებამ ისევ ამ გზით განაგრძო სვლა, საქართველოში სომხების პოზიციების გამყარება ქართველი ერის სასიცოცხლო ინტერესების ხარჯზე მოხდება. სამწუხაროდ, ისეთი ტენდენციები იკვეთება, რომ დღეს და ხვალ თუ არა, არც ისე შორეულ მომავალში სომხები სათქმელს პირდაპირ იტყვიან – თბილისი სომხეთს უნდა შეუერთდესო, და არც იმას დამალავენ, თქვენი პრეზიდენტი სააკიანი ამ იდეას მხარს უჭერსო. სხვათა შორის სომხეთის პრეზიდენტი არა, მაგრამ სომხური ნაციონალური პარტიები მსგავს განცხადებებს უკვე საკმაოდ ხშირად აკეთებენ.
მალე აზერბაიჯანსა და საქართველოს სომხეთის წინააღმდეგ მოკავშირეობა მოუწევთ, რათა ერთობლივი ძალებით მოახერხონ ველიკოარმენული ამბიციებისგან თავის დაცვა.
ესაუბრა ეკა რობაქიძე
გვარად ვინ იყო მიხეილ სააკაშვილის ბაბუა?
მიხეილ სააკაშვილის ბაბუა იყო თბილისის სამედიცინო ინსტიტუტის კათედრის გამგე – მიხეილ სააკოვი,
რომლის მამამ სომხური გვარი – სააკიანი – რუსეთის იმპერიის ბატონობის პერიოდში – სააკოვად გადაიკეთა.
ჰოდა, თბილისის სამედიცინო ინსტიტუტის კათედრის გამგე – მიხეილ სააკოვი – ერთ დღეს ცეკაში დაიბარეს
და როგორც კკბ-ს აგენტს თბილისის სამედიცინო ინსტიტუტის რექტორობა დაავალეს, თან გვარის გამოცვლა მოსთხოვეს.
ჰოდა, გამოიცვალა!
ჰოდა, გახდა რექტორი!
ერთი პერიოდი ალიო მირცხულავა გაზეთ „ლიტერატურული საქართველოს“ რედაქტორი იყო.
გაზეთში, არც თუ იშვიათად, მიხეილ სააკაშვილის ბაბუა წერილებს აქვეყნებდა.
ერთხელ სტატია რომ მიიტანა, რედაქტორი არ დახვდა, სტატია დატოვა
და სტატიას შემდეგი მინაწერი გაუკეთა:
„ძმაო ალიო, სტატიას რომ გაეცნობი დარწმუნდები, რომ მე სომეხი – გაცილებით
უკეთესად ვფლობ ქართულს, ვიდრე ბევრი ქართველი მწერალი.“
ბატონებო, ვინც არ დამიჯერებს, აიღოს და ამის შესახებ აკადემიურ წრეებში გაიკითხოს.
“ჩვენ, ბევრი გვქონდა, თუ ცოტა, მრავალგზის შეგივრდომეთ, შემოგიხიზნეთ,
გიძმეთ და შინ მტრად ნუ გვეკიდებით.
„მტერიას შინა ყოლასა, ლომიას გზასა ზედა წოლა სჯობია”,
ასე იტყოდნენ ძველნი ქართველნი, ასე ვამბობთ ჩვენც,
ასევე იტყვის ყოველი გონიერი სომეხი.“
ილია
„სულთა-მხუთავის ძმობასა სჯობს კბილით ჰკვნეტდე ქვასაო“.