Home ახალი ამბები მსოფლიო მანჩესტერში მოწყობილ ტერაქტზე პასუხისმგებლობა “ისლამურმა სახელმწიფომ” დაიკისრა

მანჩესტერში მოწყობილ ტერაქტზე პასუხისმგებლობა “ისლამურმა სახელმწიფომ” დაიკისრა

მანჩესტერის ტერაქტი

22 მაისს ინგლისის ქალაქ მანჩესტერში სტადიონზე, სადაც მომღერალ არიანა გრანდეს კონცერტი მიმდინარეობდა, ტერაქტი 23 წლის სალმან აბედიმ მოაწყო, _ იუწყება ტელეარხი CBS News. აფეთქებაზე პასუხისგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება “ისლამურმა სახელმწიფომ” დაიკისრა.

“ისლამური სახელმწიფო” აღიარებით განცხადებაში ტერორისტის ვინაობას არ ასახელებს, თუმცა დაჯგუფების მებრძოლები ახალი თავდასხმებით იმუქრებიან.

ქალაქ მანჩესტერის სტადიონზე მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 22-მდე მოიმატა, მათ შორის არიან ბავშვები. დაშავდა 60-მდე ადამიანი.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here