Home სხვადასხვა ყვითელი გვერდი გამჭვირვალე ტყავი კომპანია ECCO-სგან

გამჭვირვალე ტყავი კომპანია ECCO-სგან

გამჭვირვალე ტყავი

ყოველდღიური ფეხსაცმლისა და აქსესუარების ბრენდმა Ecco წარმოადგინა ახალი მასალა _ გამჭვირვალე ტყავი.

ჰოლანდიელი სპეციალისტები რამდენიმე წლის განმავლობაში სწავლობდნენ ტყავის დამუშავების ეგვიპტურ და ბერძნულ მეთოდებს. მათი აზრით, ახალი მასალის გამოყენება შეიძლება ჩანთების, ფეხსაცმლისა და ტანსაცმლის შესაქმნელად.

ეს არის ფუტურისტული მასალა, რომელსაც შენარჩუნებული აქვს ტყავის ყველა ის თვისება, რომლებიც ჩვენ მოგვწონს და იმავე დროს ემატება სიახლეც _ გამჭვირვალეა. ამჟამად გამოშვებულია მსგავსი ნაწარმი, რომელიც ქარვის, სალათის, ყავისფერ-ნარინჯის, შავი, წითელი და სპილოს ძვლის ფერია.

მარკა Ecco 1963 წელს დანიაში დააფუძნდა კარლ ტუსბიმ და დღემდე მისი ოჯახის წევრებს ეკუთვნის. კომპანია აწარმოებს კლასიკურ, ყოველდღიურ და სპორტულ ფეხსაცმელსა და აქსესუარებს მამაკაცების, ქალებისა და ბავშვებისთვის. კომპანიის ქარხნები გახსნილია პორტუგალიაში, ინდონეზიაში, ტაილანდში, სლოვაკიასა და ჩინეთში.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here