Home ახალი ამბები მსოფლიო დონალდ ტრამპი აშშ-სა და ჩრდილოეთ კორეას შორის მოსალოდნელ შეიარაღებულ კონფლიქტზე საუბრობს

დონალდ ტრამპი აშშ-სა და ჩრდილოეთ კორეას შორის მოსალოდნელ შეიარაღებულ კონფლიქტზე საუბრობს

დონალდ ტრამპი

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ტელეკომპანია „როიტერისთვის“ მიცემულ ინტერვიუში აცხადებს, რომ ვაშინგტონსა და ფხენიანს შორის არსებული დაძაბულობა შესაძლოა, დიდ შეიარაღებულ კონფლიქტში გადაიზარდოს.

მისი თქმით, „თეთრი სახლი“ მხარს უჭერს კორეის ნახევარკუნძულზე არსებული კრიზისის მშვიდობიანი გზით გადაჭრას, თუმცა ეს გზა შესაძლოა უშედეგო აღმოჩნდეს: „რა თქმა უნდა, ჩვენ ამ სიტუაციის დიპლომატიური გზით გადაჭრა გვსურს, თუმცა ეს ძალიან რთულია, არსებობს იმის შანსი, რომ ჩრდილოეთ კორეასთან დიდ კონფლიქტამდე მივიდეთ“ – აღნიშნა აშშ-ს პრეზიდენტმა.

ინტერვიუში ტრამპმა ასევე დასძინა, რომ დარწმუნებულია, ჩინეთის ლიდერი ცდილობს, ხელი შეუწყოს პრობლემის მშვიდობიანი გზით გადაჭრას.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here