მსახიობმა გიორგი ყიფშიძემ „პრაიმტაიმთან“ საუბარში აღნიშნა, რომ ის მძიმე სოციალური მდგომარეობა რაც თეატრში და ზოგადად საზოგადოებაშია არ არის სახარბიელო. მისი თქმით, ყველა პროფესიაში ყველა ადამიანი უკმაყოფილოზე უკმაყოფილოა.
“ეს პრობლემა სულ იყო, დღეს არ დაწყებულა. ყველა დარგში, ყველა პროფესიაში ყველა ადამიანი უკმაყოფილოზე უკმაყოფილოა. სხვა სიტყვა რა ვიხმარო, არ ვიცი, უზრდელობაში გადამივა. სხვაზე რა გითხრათ, შევუსწარი მამაჩემს ღამით საძინებელში ტიროდა, რა დავაშავე ასეთი სიბერე რომ მაქვსო. 5 ლარს სესხულობს რომ სიგარეტი იყიდოს. ცუდად არის და ვერ ხვდება რით დაიმსახურა, რომ ასეა. ზურა თუ ასეა, მე რა მელის წარმოგიდგენიათ? ვიღაცები გეგმავენ სად დასაფლავდნენ. რა დროს დასაფლავებაა, კაცო, ვერ ვცხოვრობთ. ბარემ დაგვასაფლავეთ უკვე ცოცხლად. რა მნიშვნელობა აქვს პანთეონში მოვხვდებით თუ სხვაგან, მთავარია, დასაფლავების მერე ცუდად არ მომიხსენიონ. პოლიტიკაში საერთოდ არ ვერევი, ვერანაირად ვერ მომიხსენიებენ, იმიტომ რომ არანაირი საშუალება არ მაქვს რამე გავაკეთო, იმდენად მხოლოდ მშია! შვილი რომ მეუბნება, კამფეტი მინდაო, უხერხულ პაუზას ვაკეთებ და თემას ვცვლი. და ამ დროს ვიღაცეები მწერენ, 250 ლარი მასესხეთ ბერლინში ვერ მივდივარო. ვიღაც მწერს, შვილის ოპერაციისთვის 250 ათასი ევრო მჭირდება, იქნებ ნახევარი მაინც დამიფინანსოთო. არავის სჯერა რომ თვითონ გშია. გული არ გაქვთო, მწერენ! რა ვუპასუხო, სიგარეტის, დუსტის ფული არ მაქვსო?! დაბალი ღობეც აღარ ვართ მსახიობები, აღარავის ვაინტერესებთ. არადა ამ მთავრობის პრიორიტეტი კულტურა იყო.მე კიდე ქამრის შემოჭერა მინდა? დედას გეფიცები ამ ქამარს ერთი ნახვრეტი მე დავამატე!უნდა წამოვიდნენ მოლაპარაკებაზე. თუ არა და ჩემ საქმეს გავაჩერებ.
ძალიან ბევრს დავკარგავ თუ სცენაზე აღარ ვიდგები, იმიტომ რომ პირველ რიგში ჩემი სიამოვნებაა ეს, მაგრამ სხვა გზას არ მიტოვებენ. რისთვის გამოვიდე? ჩვენ ოჯახში მე და ზურას შეგვაქვს ფული. მე მაქვს ხელფასი 800 ლარი, მამაჩემზე ორჯერ მეტი, სირცხვილი არ არის?! და იმასაც მოაჭრეს ათი პროცენტი და 25 პროცენტი შეამცირეს დახმარება. რატომ, ვინმემ ამიხსენით. სად ნახეთ რომ მუთაქებში ვინაახავდი ფულს?! … გავჩერდებით, სხვა გზა არ არის! შევეცდები რომ ყველა მხარში დაგვიდგეს. კარგი გამოთქმები გვაქვს ქართველებს, ძალა ერთობაშია!”, – ამბობს გიორგი ყიფშიძე.
თუმანიშვილის თეატრში პროტესტია. მსახიობები დაუფასებელ შრომას, ხელფასების შემცირებას აპროტესტებენ.