უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, შესატყვისი რეაქციის არქონის გამო. ევროპელმა მოხელეებმა გადაწყვიტეს, მეტროში აფეთქების ტრაგიკული შედეგის გამო რუსეთის მიმართ თანაგრძნობის გამოსახატავად ამ ქვეყნის დროშის ფერებით არ გაენათებინათ ეიფელის კოშკი პარიზში და ბრანდენბურგის კარიბჭე ბერლინში.
გერმანელმა ბიუროკრატებმა მოიმიზეზეს, რომ მოსკოვი ბერლინთან დაძმობილებული ქალაქი არ არის, მაშასადამე, ასეთი აქციის ჩატარება შეუძლებელია.
სამაგიეროდ აშშ-ის ქალაქ ორლანდოში გეიკლუბის წევრების დახვრეტის გამო აღნიშნული კარიბჭე ლგბტელთა დროშის ფერებით სასწრაფოდ გაანათეს… პედერასტებს ჰომოფობია რომ არ დაებრალებინათ.
საფრანგეთის ხელისუფლებამ კი დემონსტრაციულად “დაივიწყა”, რომ პარიზის სიმბოლოს ყოველთვის ანათებდნენ დაზარალებული ქვეყნის დროშის ფერებით, იქნებოდა ეს ბელგია, დიდი ბრიტანეთი თუ აშშ.
სამაგიეროდ ევროპის ქვეყნების ათასობით მცხოვრებმა გულწრფელად გაიზიარა პეტერბურგელთა ტრაგედია, თანაუგრძნო დაღუპულთა ოჯახის წევრებს და იმედი გამოთქვა, რომ დაჭრილები მალე გამოჯანმრთელდებიან. ამასთანავე, შეაჩვენეს და შესაფერისი მწვავე ეპითეტებით შეამკეს თავიანთი პოლიტიკოსები. “განა რუსეთის სიცოცხლე ნაკლებ დასაფასებელია?” _ კითხულობენ ისინი. “ამის შემდეგ ბერლინელებმა სარკეში როგორ უნდა ჩაიხედონ?!” _ არ მალავენ აღშფოთებას. ზოგიერთები უფრო შორს მიდიან და სთხოვენ რუსებს, თავიანთი ხეპრე მთავრობის უსულგულობა მიუტევონ: “გვაპატიეთ ჩვენი მოღალატე მთავრობის საქციელი”.
ფრანგები მკაცრად აკრიტიკებენ პარიზის მერს ან იდალგოსა და თავიანთ პრეზიდენტს ფრანსუა ოლანდს. “განა რუსების სისხლი ჩვენსაზე ნაკლებ მნიშვნელოვანია?” _ წერენ სოცქსელებში. “რაო, ბატონო ოლანდ, ხომ არ ველოდოთ, რომ ეიფელის კოშკი რუსეთის დროშის ფერებით თავისით განათდება, თუ ელაქუცებით ნატოს?” _ ინტერესდებიან მეხუთე რესპუბლიკის მოქალაქენი. ინტერნეტის ერთმა მომხმარებელმა კი გესლიანად შენიშნა: “როცა ინდონეზიაში პანდა ევკალიპტის ხიდან ჩამოვარდება, ჩვეულებრივ, კოშკზე (ეიფელის) სინათლე ქრება”, ხოლო პეტერბურგის ტრაგედიას საფრანგეთის მთავრობა, როგორც ჩანს, გლოვის საკმარის მიზეზად არ მიიჩნევს. ამასთან, ყველა ჩანაწერს თან ერთვის ხეჩტეგები _ “უხერხულია!”, “საზიზღრობაა!”.